პრეზიდენტმა ლანჩხუთში სამკერვალო საწარმო "ელსელემა" დაათვალიერა
ავტორი: გურიის მოამბე
პრეზიდენტმა ლანჩხუთში სამკერვალო საწარმო "ელსელემა" დაათვალიერა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა, გურიის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ლანჩხუთში მდებარე სამკერვალო საწარმო "ელსელემა" დაათვალიერა.

 

პრესსამსახურში ამბობენ, რომ პრეზიდენტი სამკერვალოს საფეიქრო ინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით ესტუმრა.

უწყების ინფორმაციით, სამკერვალო კომპანია "ელსელემა" ოცდახუთ წელზე მეტია ფუნქციონირებს და ლანჩხუთსა და თბილისში ორ ქარხანას აერთიანებს.

"სამკერვალო თანამშრომლობს ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა მონკლერიკოტონი. ასევე კომპანია "ქამელეონთან" პარტნიორობით „ელსელემა“-ს შვეიცარიის პოლიციისათვის უნიფორმები, ჯავშანჟილეტები და შესაბამისი აქსესუარები აქვს შეკერილი.

ამ ეტაპზე კომპანიაში დაახლოებით 150 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად ვითარდება ახალი მიმართულება - ბავშვის ქურთუკების წარმოება.

"გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან" (GIZ) თანამშრომლობა კომპანიას ევროკავშირის ბაზარზე შეღწევასა და დამკვიდრებაში ეხმარება"- წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

'.$TEXT['print'].'