HRW ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი ასეთ აღიარებით ჩვენებას გააკეთებდა — წილოსანი
ავტორი: გურიის მოამბე
HRW ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სააკაშვილი ასეთ აღიარებით ჩვენებას გააკეთებდა — წილოსანი

ქართული ოცნების წევრი და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი მიიჩნევს, რომ The Human Right Watch-ის ანგარიში იმიტომაა კრიტიკული, რომ მანამ მომზადდა, სანამ მიხეილ სააკაშვილი 20 ივნისის მოვლენებზე "აღიარებით ჩვენებას" გააკეთებდა. მისი თქმით, ამ კომენტარმა ყველაფერს "ნათელი მოჰფინა".

"ეს ანგარიში მომზადებულია აშკარად მანამ, სანამ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა აღიარებითი ჩვენება, რომ 20 ივნისს ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო და ფაქტობრივად, ასე ვთქვათ, ბეწვზე გადარჩა ხელისუფლება დამხობისგან. რა თქმა უნდა, The Human Right Watch, რომელიც განსაკუთრებით გამსჭვალულია კრიტიკული და შედარებით უარყოფითი ფაქტების გამოსავლენად, ამას ვერც კი წარმოიდგენდა", — თქვა ნინო წილოსანმა ტვ პირველთან საუბრისას.

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, The Human Right Watch-მა, რომელიც მსოფლიოს ასამდე ქვეყნებში არსებულ ვითარებას აანალიზებს, ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. 2019 წელს საქართველოს შესახებ ანგარიშში ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავთა დაუსჯელობაზე, პოლიტიკური დაძაბულობაზე, შრომის კანონმდებლობის არასაკმარის რეგულაციებსა და მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე.

Human Right Watch წერს, რომ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე სამართალდამცავთა დაუსჯელობა ქვეყნისთვის ისევ გადაუჭრელი პრობლემაა. მათი თქმით, დაფინანსების არქონის მიზეზით ხელისუფლებამ ორჯერ გადადო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და მუშაობა 2019 წლის პირველ ნოემბერს დაიწყო.

'.$TEXT['print'].'