"რაც ზურაბიშვილს დაათავალიერებინეს ლანჩხუთში, ისე ეხება მას და ისე ესმის, როგორ ქართული ენა და ლიტერატურა იცის და ესმის!"
ავტორი: გურიის მოამბე
"რაც ზურაბიშვილს დაათავალიერებინეს ლანჩხუთში, ისე ეხება მას და ისე ესმის, როგორ ქართული ენა და ლიტერატურა იცის და ესმის!"

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალური ქსელით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გურიაში,კერძოდ ლანჩხუთში ვიზიტს სოციალური ქსელით ეხმაურება:

"გურიის რეგიონში ისე დაასრულა საქართველოს ე.წ პრეზიდენტმა სტუმრად ყოფნა,რომ ლანჩხუთში, თბილისში გზად მიმავალმა შემოირბინა.ჯერ არ დასრულებულ სპორტული ობიექტს ესტუმრა,იქ ერთი-ორი სისულელე დააბრეხვა,მერე შვიდი წლის უკან გახსნილი სამკერვალო მოინახულა და გზას გაუყვა.ის რაც ზურაბიშვილს დაათავალიერებინეს, ისე ეხება მას და ისე ესმის, როგორ ქართული ენა და ლიტერატურა იცის და ესმის!
ბევრი კი არაფერი დაუკარგავს ლანჩხუთლებს,მარა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ნამდვილად ეკუთვნოდა ლანჩხუთის მოსახლეობას, ცოტა მეტი ეკითხა მადამ ზურაბიშვილს - რა გიჭირთ და რა გილხინთ ლანჩხუთელებოო?!
ასეა,სხვისი ხათრით,სხვისი რიდით და ზოგადად, არაფრის ფასად, საკუთარი არჩევანის უფლება არასდროს არ უნდა დათმო.თორემ, როცა მისას გაინაღდებენ, არასდროს არავის არ გაახსენდები.შენ ჩაგივლის და იქ გაიქცევა, სადაც ფეხებს დაუბაკუნებენ!"- წერს ასკურავა.

'.$TEXT['print'].'