საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, ჩვენ მას ვჭირდებით — თურქეთი
ავტორი: გურიის მოამბე
საქართველო ნატოს წევრი უნდა გახდეს, ჩვენ მას ვჭირდებით — თურქეთი

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მხარს უჭერს NATO-ს გაფართოებას და ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას. Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ მევლუთ ჩავუშოღლუმ დავოსის საერთაშორისო ფორუმზე პანელური დისკუსიის დროს ისაუბრა.

"არ მესმის, რატომ არ მოიწვიეს საქართველო, ან რატომ არ გააქტიურეს სამოქმედო გეგმა, რომ საქართველო ნატოს წევრი გამხდარიყო", — განაცხადა მან.

ჩავუშოღლუმ ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას დასავლეთი რუსეთის გამო აყოვნებს, რაც არასწორია.

"ჩვენ გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ რუსეთთან, როგორც მეზობელთან გვაქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ აწევრიანებენ საქართველოს ნატოში იმის გამო, რომ არ სურთ რუსეთის პროვოცირება. ჩვენ საქართველოს ვჭირდებით, ჩვენ კი საქართველოსნაირი მოკავშირე გვჭირდება, ამიტომ საჭიროა გაფართოება და საქართველო ალიანსის წევრი უნდა გახდეს", — განაცხადა მან.

on.ge

'.$TEXT['print'].'