ერთი და იგივე დეპუტატები აკეთებენ ენმ-ს მხარდამჭერ განცხადებებს- კობახიძე კონგრესმენებზე
ავტორი: გურიის მოამბე
ერთი და იგივე დეპუტატები აკეთებენ ენმ-ს მხარდამჭერ განცხადებებს- კობახიძე კონგრესმენებზე

ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი კობახიძე ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს ეხმაურება. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა "2012 წლამდეც ახერხებდა მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას".

"წერილი შეიცავს არაერთ უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. იქ არის ისეთი უზუსტობები, რომელთა დაკავშირებითაც ქართულ საზოგადოებას სრული ინფორმაცია აქვს. ჩვენ აუცილებლად გვექნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით, მათ შორის, უშუალო კომუნიკაციის ფორმით. თქვენ გახსოვთ, რომ 2012 წლამდეც ახერხებდა ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერი განცხადებების უზრუნველყოფას თავის სასარგელოდ და სამწუხაროდ, იფუთებოდა ხოლმე ძალიან ხშირად ძალიან მძიმე გადაცდომები ჩვენი უცხოელი პარტნიორების მხრიდან. არის ერთი და იგივე რამდენიმე დეპუტატი, რომელიც მუდმივად აკეთებს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ განცხადებებს, ეს არის მათი რესურსი",-თქვა კობახიძემ. 

'.$TEXT['print'].'