პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომ ნინო ლომჯარიამ ციხეში მერაბიშვილი და ოქრუაშვილი ნახა
ავტორი: გურიის მოამბე
პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომ ნინო ლომჯარიამ ციხეში მერაბიშვილი და ოქრუაშვილი ნახა

პენიტენციური სამსახური ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას მატროსოვის ციხეში ვიზიტზე განცხადებას ავრცელებს. უწყების განცხადებაში წერია, რომ სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მე-9 დაწესებულებაში მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი და ირაკლი ოქრუაშვილი მოინახულეს.

"დაწესებულებაში ვიზიტისას ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე 2006 წლის 2 მაისის, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს, რომელიც იმ დროისთვის შს სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის უფროსი იყო. ამასთან, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მსჯავრდებულმა მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა", — წერია განცხადებაში.

პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ ომბუდსმენმა ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე პარლამენტს კრიტიკული ანგარიში წარუდგინა. მაშინ სხდომაზე დამსწრე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ანგარიშს ნინო ლომჯარიას კრიტიკით უპასუხა და თქვა, რომ ომბუდსმენი პატიმრებს პირადად არ ხვდება. წულუკიანის თქმით, ნინო ლომჯარია საქმიანობის განმავლობაში მხოლოდ მატროსოვის ციხის რამდენიმე ცნობილ პატიმარს შეხვდა.

'.$TEXT['print'].'