ნიკა გვარამიას ცოლს პროკურატურა 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა
ავტორი: გურიის მოამბე
ნიკა გვარამიას ცოლს პროკურატურა 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდა

"მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ პროკურატურა მის ცოლს უთვალთვალებდა. გვარამიას თქმით, პროკურატურის წარდგენილი დოკუმენტებით გაირკვა, რომ გამოძიებისთვის საინტერესო მანქანა 28 შემთხვევიდან მხოლოდ ორიში ფიგურირებს.

გვარამია ამბობს, რომ მასაც უკანონოდ უთვალთვალებდნენ, რასაც ადასტურებს ის ოქმები, რომელიც მას გადაეცა.

„ძალიან მაინტერესებს, როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩემი, როგორც დამოუკიდებელი ღირებულების იარაღად გამოყენება ვიღაცის, თუნდაც, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ“ - აცხადებს სოფიო ლილუაშვილი.

მისივე თქმით, მას 28 დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

„გელაპარაკებით არა როგორც ნიკას მეუღლე და არა როგორც ობიექტი ლაბაძე, არამედ გელაპრაკებით დამოუკიდებელი პერსონა, გიკოს, სანდროს და ქექეს დედა და მაინტერესებს, მაქვს თუ არა ამ ქვეყანაში ნიკასგან დამოუკიდებლად ცხოვრების უფლება და ვარ თუ არა ამ სახელომწიფოსთვის ცალკეული ღირებულება“ - ამბობს სოფიო ლილუაშვილი.

'.$TEXT['print'].'