თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მიტოვებული ჩვილი იპოვეს
ავტორი: გურიის მოამბე
თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მიტოვებული ჩვილი იპოვეს

23 იანვარს, თბილისში, ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ჩვილი იპოვეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჟამად, ლიფტში ნაპოვნი ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების განცხადებით ჩვილს კლინიკაში შეყვანისას დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ჩაუტარდა კვლევები. ექიმის თქმით, ახალშობილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

'.$TEXT['print'].'