"შუქი გამომირთეს შიმშილით ვკვდები მიშველეთ" - თბილისში მცხოვრები შშმ პირი დახმარებას ითხოვს
ავტორი: გურიის მოამბე
"შუქი გამომირთეს შიმშილით ვკვდები მიშველეთ" - თბილისში მცხოვრები შშმ პირი დახმარებას ითხოვს

"ვარ მარტოხელა, უდედმამო და უცოლშვილო,  ვარ შშმ პირი,  გთხოოოვთ - დენი გამითიშეს დღეს გადაუხდელობის გამო. გთხოოვთ გარეთ საშინელი ყინვაა და ქარბუქია მე კი სახლშიც ვიყინები ჩაის დენზე ვიცხელებდი და დენზე ვთბებოდი გთხოოვთ დამეხმარეთ ხალხო"

ქალაქ თბილისში, მთაწმინდაზე, ალექსი მაჭავარიანის ქუჩის 21 ნომერში მცხოვრები ი. მენაბდე დახმარებას ითხოვს.

ის დღეს რედაქციას დაუკავშირდა და ამ ინფორმაციის გავრცელება გვთხოვა.

შშმ პირი ირწმუნება, რომ მას დენის მიწოდება თუ არ აღუდგა დამდგარი სიცივეების გამო მისი სიკვდილი გარდაუვალია.

მისი თხოვნაა ეს ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას ვისაც დახმარების აღმოჩენა შეუძლია.

 

'.$TEXT['print'].'