კახი კალაძე ჩემი ცემის შემკვეთია- ლევან ხაბეიშვილი
ავტორი: გურიის მოამბე
კახი კალაძე ჩემი ცემის შემკვეთია- ლევან ხაბეიშვილი

„კმაყოფილია სავარაუდოდ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, რომელიც ამ ყველაფრის შემკვეთია,“ - ამის შესახებ განცხადებას თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ აკეთებს.

მისი განცხადებით, კახა კალაძემ მისი ცემა წინასწარ შეუკვეთა. რაც შეეხება გამოძიებას, ხაბეიშვილის თქმით, იმ ქვეყანაში სადაც ახალგაზრდებს თვალი ამოთხარეს და კაცი შვილს პასუხი არ უგია, ეს სილურჯე მარტივი რამეა და მალე გადაივლის.

„იმ ქვეყანაში სადაც ახალგაზრდებს თვალი ამოთხარეს და კაცი შვილს პასუხი არ უგია ამაზე, ეს სილურჯე მარტივი რამეა და მალე გადაივლის უბრალოდ, პრობლემა სხვა რამეა. კრიმინალური ბანდა მართავს ხელისუფლებას, მათი სახელები არათუ ჟურნალისტებისთვის არამედ ჩემთვისაც უცნობი იყო. ესენი არიან კრიმინალები, რომლებსაც 2 წლის განმავლობაში მიკროფონიც კი არ ჩაურთავთ. ლაჩრულად დამესივნენ, ცდილობდნენ ჩემს პროვოცირებას, მერე უკნიდან თავში შემორტყმით, რამდენიმე ტურებივით ერთ ადამიანს ფიზიკურად გამისწორდნენ. კმაყოფილია სავარაუდოდ დედაქალაქის მერი, რომელიც არის ამ ყველაფრის შემკვეთია,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკრებულოში ხმაური იყო. უმრავლესობის წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სიტყვიერად და შემდეგ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მისი ცემა წინასწარ იყო დაგეგმილი. ამის მიზეზი კი მისი მხრიდან დასუფთავების სამსახურის თანამშრომლების შესახებ გაკეთებული განცხადება გახდა, რომელიც მათ დაბალ ხელფასს შეეხებოდა.

'.$TEXT['print'].'