"იურმალას ბროლის თასის" კონკურსში გრანპრი ქართულმა ცეკვამ აიღო
ავტორი: გურიის მოამბე
"იურმალას ბროლის თასის" კონკურსში გრანპრი ქართულმა ცეკვამ აიღო

ქართულმა ცეკვამ გრანპრი ლატვიაში ქორეოგრაფიულ კონკურსში აიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია "გურიის მოამბეს" ოზურგეთის კულტურის ცენტრიდან მიაწოდეს.

გრანპრი დინა დარიანა პურინიას და თამაზ ნადრიძის წყვილმა ქართული ცეკვის შესრულებისათვის მიიღო.

დინა დარიანა პურინია ლატვიელია. ის რამდენჯერმე, საქართველოში, ქართული ხალხური ცეკვების შესწავლის მიზნით იყო ჩამოსული. თამაზ ნადირიძე კი ანსამბლ ქორეოგრაფიულ "ზენაარის" სოლისტია.

ბოლო წლებში ლატვიაში ქართული ხალხური ცეკვებისადმი ინტერესი მკვეთრად გაიზარდა, სადაც არაერთი ჯგუფი და ანსამბლი ჩამოყალიბდა, რომელთა ძირითად ინტერესს ქართული ცეკვების შესწავლა და პოპულარიზაცია წარმოადგენს. ლატვიაში ქართული ხალხური ცეკვების პუპულარიზაციაში საკუთარი წვლილი შეიტანა ოზურგეთელმა ქორეოგრაფმა ზურაბ წულაძემ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ქართული ცეკვების შესწავლის მიზნით ჩამოყალიბებულ ანსამბლებს და ჯგუფებს პრაქტიკულ დახმარებას უწევს.

მიმდინარე წლის იანვარში ლატვიაში ჩატარდა ქორეოგრაფიული კონკურსი "იურმალას ბროლის თასი", რომლის საკონკურსო ჟიურის შემადგენლობაში ზურაბ წულაძე იყო მიწვეული.

სურათზე პირველ სურათზე ზურაბ წულაძე:

მეორე სურათზე ცენტრში დინა დარიანა პურინია და თამაზ ნადრიძე;

 

'.$TEXT['print'].'