ჩოხატაურის მერის შვილი ავტოკატასტროფაში მოყვა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურის მერის შვილი ავტოკატასტროფაში მოყვა

ჩოპხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუიჭავას ვაჟიშვილი ავტოკატასტროფაში გუშინ, ჩოხატაური ოზურგეთის ავტომაგისტრალზე მოყვა.

როგორც თვითმხილველებმა "გურიის მოამბეს" უთხრეს, უცხო მარკის მსუბუქ ავტომანქანას მერის შვილი მართავდა და მან კონტროლი საჭეზე მდინარე ნატანებზე, სოფელ გაღმა დვაბზუსა და დვაბზუს დამაკავშირებელ საავტომობილო ხიდთან დაკარგა.

ის ჩოხატაურიდან ოზურგეთისაკენ მიემართებოდა როცა მანქანა მოცურდა და ცენტრალური გზიდან ქვევით ჩავარდა, გზად კი მან რამდენიმე  ხე მოთხარა.

მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რედაქცია არკვევს ამ წუთებშიც, შსს მ მომხდართან დაკავშირებით აღძრა თუ არა საქმე და მიმდინარეობს თუ არა ავარიის გამომკვლევი მიზეზების დადგენა. 

'.$TEXT['print'].'