ამერიკული კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი დაიღუპა
ავტორი: გურიის მოამბე
ამერიკული კალათბურთის ლეგენდა კობი ბრაიანტი დაიღუპა

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი გარდაიცვალა. კალაბასას შტატში ვერტმფრენი, რომლითაც კობი და კიდევ 4 ადამიანი მგზავრობდა, ჩამოვარდა. ყველა მათგანი გარდაიცვალა.

დანარჩენი ოთხი ადამიანის ცხედრები ამ დროისთვის ამოცნობილი არაა. სხვადასხვა წაროების ცნობით, ერთ-ერთი კობის ქალიშვილი უნდა იყოს, მაგრამ ლოს ანჯელეს პოლიცია აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ბრაიანტი ფილადელფიაში დაიბადა, 1996 წელს „შარლოტ ჰორნეტსმა“ დრაფტზე აირჩია, მაგრამ მაშინვე ლოს ანჯელეს „ლეიკერსს“ დაუთმო, სადაც კოგვიანებით შაკილ ონილთან ერთად საოცარი დუეტი შექმნა.

კობი ხუთჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი. უმთავრეს საკალთბურთო ლიგაში მოპოვებული ქულებით კი, დღემდე მესამე ადგილზე იყო, მაგრამ დილით ლებრონ ჯეიმსმა გადაასწრო. ლეგენდარული კობი ბრაიანტმა სიცოცხლე 41 წლის ასაკში დაასრულა...

'.$TEXT['print'].'