სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით პოლიციამ 23 წლის ოზურგეთელი დააკავა
ავტორი: გურიის მოამბე
სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით პოლიციამ 23 წლის ოზურგეთელი დააკავა

შსს გურიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სუპერმარკეტი "მოდერნის" დაყაჩაღების ბრალდებით 23 წლის ოზურგეთელი, ე.წ. "რკინა ბეტონის ბინებში" მცხოვრები ა.ტ. დააკავა.

პოლიციის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით დაკავებული 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირია.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცივი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ტ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ოზურგეთში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანა.
ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

'.$TEXT['print'].'