ექსკლუზივი: გურიაში გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უნიტაზები, პირსაბანი და ღობე მოიპარეს
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: გურიაში გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უნიტაზები, პირსაბანი და ღობე მოიპარეს

გურიის გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უნიტაზები, პირსაბანი, უამრავი სხვადასხვა ნივთები და დაწესებულების ეზოზე გარშემორტყმული ღობე ამავე დაწესებულების  ყოფილი ოფისიდან მოიპარეს, რომელიც იქ მშენებარე ოზურგეთის კულტურის ცენტრს უნდა დარჩენოდა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" სოფელ ოზურგეთიდან ადგილობრივებმა გვაცნობეს და გვთხოვეს ადგილზე მივსულიყავით და გვენახა თუ რა დატოვა შენობიდან წასვლის შემდეგ გურიის გარემოს დაცვის ინსპექციამ.

გურიის გარემოს დაცვის ინსპექციამ, იგივე გარემოს დაცვის დეპარტამენტის გურიის სამმართველომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მდებარე ყოფილი ადმინისტრაციული შენობა რამდენიმე დღის წინ დატოვა.

უწყება ფუნქცინირებას ანასეულის ნიადაგმცოდნეობის ლაბორატორიიდან გააგრძელებს, რომლის ფეშენებელური საერთაშორისო სტანდარტის ოფისი გურიაში რამდენიმე წლის წინ გაიხსნა და იდეალურ მდგომარეობაშია.

გადასვლას წინ უძღოდა გარემოს დაცვის ინსპექციის კონფლიქტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, გარემოს დაცვის ინსპექციას ოფისის, სადაც ეს ორგანიზაცია წლებია ფუნქციონირებდა, დატოვება არ სურდა.

თუმცა ამას დაჟინებით მოითხოვდა ოზურგეთის მერია, რადგან სოფელ ოზურგეთის ადმინისტრაციული შენობის ბაზაზე, სადაც განთავსებული იყო "გედეი", ოზურგეთის კულტურის ცენტრის მშენებლობა დასკვნით ფაზაში შედიოდა.

ოზურგეთის კულტურის ცენტრის მშენებლობისათვის ცენტრალური და ადგლობრივი ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყო და სოფელ ოზურგეთში მშენებლობის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წელს, აქ ოზურგეთის კულტურის ცენტრის თანამშრომლები უნდა გადავიდნენ (დაახლოებით 130 თანამშრომელი, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, დუეტები და რამდენიმე ტრიო), რომლებიც დღეს ქალაქში, გაბრიერლ ეპისკოპოსის ქუჩაზე მდებარე ყოფილი "საფერშლოს" ავარიულ შენობაში არიან "შეყუდრებულნი".

ამავე შენობაში განთავსდება ოზურგეთის მერის წარმომადგენლობა სოფელ ოზურგეთის ტერიტორიულ ორგანოში.

მომხდარმა ფაქტმა ოზურგეთის მერიასა და გარემოს დაცვის ინსპექციას შორის დამცხრალი დაპირისპირება კვლავ გააღვივა.

რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლები დათანხმდნენ მხოლოდ ღობის დაბრუნებაზე, ხოლო უნიტაზისა და სხვა გატაცებული ნივთების უკან მოტანაზე "გედეიმ" უარი განაცხადა.

მოლაპარაკებები გრძელდება.

 

'.$TEXT['print'].'