ექსკლუზივი: ოზურგეთში გრანდიოზული იუბილესთვის ემზადებიან - გაიხსნება თუ არა ილია ინწკირველის ვარსკვლავი?
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი: ოზურგეთში გრანდიოზული იუბილესთვის ემზადებიან - გაიხსნება თუ არა ილია ინწკირველის ვარსკვლავი?

მიმდინარე წლის 22 თებერვალს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი ფოლკლორულ ანსამბლ "შვიდკაცას" წევრის, ილია ინწკირველის დაბადებიდან 75 და მოღვაწეობიდან 50 წლისთავისადმი მიძღვნილ იუბილეს უმასპინძლ;ებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღისათვის გამოჩენილი გურული მომღერლის ვარსკვლავის გახსნაც იგეგმება.

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრმა, რომლის თანამშრომელიცაა ილია ინწკირველი, იუბილის დასაფინასებლად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას უკვე მიმართა - სწორედ ამ მიმართვის საფუძველზე მერიაში შეიქმნა კომისია, რომელმაც სამუშაო ჯგუფთან პირველი შეხვედრა უკვე გამართა.

ამ დღისათვის ოზურგეთს სპეციალურად რამდენიმე ცნობილ ანსამბლთან ერთად "ქართული ხმებიც" ეწვევა. შესაძლოა იუბილე მმართველი პარტიის ლიდერმაც, ბიძინა ივანიშვილმაც დააფასოს.

სწორედ აქედან გამომდინარე მეორე განყოფილება ექსპრემიერ ივანიშვილის კუთვნილ სასტუმრო პარაგრაფში დაიგეგმა.

"გურიის მოამბე" ილია ინწკირველის საიუბილეო საღამოს სპეციალური კომისიის რამდენიმე წევრს გაესაუბრა:

მარინა ჯაფარიძე; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი: "ამ ღონისძიებას ფოლკლორის ცენტრი აკეთებს, რომლის თანამშრომელიცაა ბატონი ილია, ჩვენთან შემოვიდა წერილი ფოლკლორის ცენტრიდან, რომ დავეხმაროთ ამ იუბილეს ორგანიზებაში.დავბეჭდავთ ბანერებს, მოსაწვევებს, და ჩვენს დაქვემდებარებაში არსებული კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს კონცერტის ჩატარებას. რაც შეეხება მეორე განყოფილებას, ამის თანხებს ღონისძიების სპონსორი დაფარავს. ეს იქნება ბატონ ილიას დაბადებიდან 75 და მოღვაწეობიდან 50 წლის იუბილე, მოგეხსენებათ მრგვალი თარიღებია და სათანადო პატივი გვინდა მივაგოთ. რაც შეეხება ვარსკვლავს მას უნდა შესაბამისი ღონისძიებები, თუ ჩვენს გარეშე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ვერ გეტყვით, ჩვენ უნდა მოგვმართონ წერილით, უნდა შეიქმნას კომისია, ოქიტაშვილის ორგანიზაცის უნდა მივმართოთ შუამდგომლობით."

ვასილ ჩიგოგიძე: ხელოვანი: 'წევრი კომისიისა არ ვარ ბატონო, გუშინ ვესწრებოდი სამუშაო შეხვედრას, მერის მოადგილემ, ირაკლი სირაძემ დამირეკა, მე მკითხეს რჩევები ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით დოლკლორის სასახლეში. როგორც ხელოვანი მკითხეს რჩევები, ჩამოდის ანსამბლები "ბათუმი", "ქართული ხმები", რა ნომრები შეიძლება შესრულდეს ოზურგეთიდან, აი ეს განვიხილეთ, მეტი არაფერი.  ვარსკვლავი? პირველად მესმის. დარწმუნებული ვარ რომ არ გაიხსნება".

'.$TEXT['print'].'