ფრანგული კლუბი დაღუპული ქართველი მორაგბის საპატივცემულოდ სპეციალური მაისურით ითამაშებს
ავტორი: გურიის მოამბე
ფრანგული კლუბი დაღუპული ქართველი მორაგბის საპატივცემულოდ სპეციალური მაისურით ითამაშებს

"გროლე" სეზონის ბოლომდე ბექა ბურდიაშვილის საპატივცემულოდ სპეციალური მაისურით ითამაშებს

Federal 1-ის ბინადარი „გროლე“ 27 იანვარს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მორაგბის, ბექა ბურდიაშვილის საპატივცემულოდ სპეციალური მაისურით ითამაშებს.

როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ხვალ „ტარბის“ წინააღმდეგ შეხვედრაში გუნდი მოედანზე ბორჯღალით, ქართული წარწერით - „ძალა ერთობაშია“ და ბექას სახელით გავა.

თუმცა, ეს ყველაფერი არაა. „გროლეს“ ვებგვერდის ცნობით, ეს არ იქნება ერთჯერადი ნაბიჯი, არამედ, ბექას საპატივცემულოდ გუნდი სეზონის ბოლომდე ამ მაისურით ითამაშებს.

შეგახსენებთ, 27 წლის ბექა ბურდიაშვილი 27 იანვარს, საფრანგეთში ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.

'.$TEXT['print'].'