ოზურგეთელ თამუნა შავაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთელ თამუნა შავაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავაში (სოფელ მთისპირის თემი) 33 წლის თამუნა შავაძეს დახმარება ჭირდება.

თურქეთში დაგეგმილია კვლევები და სარეაბილიტაციო კურსი, რომლის ღირებულებაა 22 000 ამერიკული დოლარი ჯდება.

თამუნა შავაძე: წლებია ვარ ეტლით მოსარგებლე. ახლა მაქვს შანსები, რომ ხელით შევძლო საყვარელი საქმის გაკეთება. ამისთვის 22 000 ამერიკული დოლარი არის საჭირო. ახლახან მომივიდა ჯანდაცვის სამინისტროდან პასუხი, რომ 10 000 დოლარით მოხდება ჩემი კვლევების და სარეაბილიტაციო კურსის დაფიანასება, მაგრამ თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში სრული კურსისთვის დამატებით მჭირდება 12 000 დოლარი.

მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვარ ოთხივე კიდურით პარალიზებული (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი მქონდა კისერი, კერძოდდა VI მალა, ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად,  დღესდღეობით ცოცხალი ვარ. მის შემდეგ ჩავიტარე რეაბილიტაცია უკრაინაში, რამაც  რეზულტატი გამიუმჯობესა. ავამოძრავე ხელები, თუმცა, მტევნებს ვერ ვხმარობ, ამიტომ ვწერ წერილს მეგობრის დახმარებით. უკანასკნელ წლებში თურქეთში ჩავიტარე გამოკვლევები, სადაც დამისვეს დიაგნოზი - ჩემი ავადმყოფობა განკურნებადია. 6 თვის უკან, თბილისში, წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში ჩავიტარე ღეროვანი უჯრედის გადანერგვა, რის შემდეგაც ჩემი მდგომარეობა გაუმჯობესდა და მგრძნობელობა წამოვიდა.

და ბოლოს, თავს არ მოგაბეზრებთ ჩემი ისტორიით, ჩემი ოჯახი უკვე უძლურია ჩემი გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში. ამ ხნის განმავლობაში, რაც შეეძლოთ ყველაფერი ჩემთვის გაიღეს, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. უმორჩილესად გთხოვთ, დამეხმაროთ. მჯერა თქვენი გულისხმიერებისა და გვერდში დგომისა. ყველას მადლობელი ვარ ვინც აქამდე დამეხმარება და ვინც ახლა ისევ აპირებს ჩემთვის სიკეთის გაკეთებას.“

ვისაც სურვილი აქვს, თამუნა შავაძის სახელზესაქართველოს ბანკშიგახსნილია ანგარიშის ნომერი და შეუძლიათ ნებისმიერ პირს დაეხმაროს მას.

მიმღები ბანკი: სააქციო საზოგადოებასაქართველოს ბანკი“: ბანკის კოდი: BAGAGE22, მიმღების დასახელება: შავაძე თამარ, მიმღების ანგარიშის ნომერი: GE77BG0000000318014700

'.$TEXT['print'].'