2 - ოქრო, 2 - ვერცხლი და 1 - ბრინჯაო ოზურგეთელ მძლეოსანთა მონაპოვარი!
ავტორი: გურიის მოამბე
2 - ოქრო, 2 - ვერცხლი და 1 - ბრინჯაო ოზურგეთელ მძლეოსანთა მონაპოვარი!

8 - 9 თებერვალს თბილისში, იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლემ დიდებში ზამთრის ღია ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლა.

ჩემპიონატში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ- გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანების მძლეოსანთა ნაკრები გუნდი მონაწილეობდა.

ოზურგეთელებმა შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს და 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მოპოვება შესძლეს.

საქართველოს ჩემპიონის ტიტული და სპორტის ოსტატის წოდება, ბირთვის კვრაში ( 4 კგ. ) სოფო შათირიშვილმა მოიპოვა. ( მწვრთნელები : დავით მანთიძე, მარინა კოტრიკაძე)

ასევე , პირველ ადგილსა და ოქროს მედალს 60 მ/თ დაეუფლა მშიკო მახარაძე. ( მწვრთნელი მარინა კოტრიკაძე)

რაც შეეხება მეორე საპრიზო ადგილსა და ვერცხლის მედალს ის უროს სტყორცნაში გოგა ჭიხვარიამ და სამხტომში - გიორგი დეკანოიძემ აიღეს. ( მწვრთნელი მარინა კოტრიკაძე)

ასევე , გიორგი დეკანოიძემ მოახერხა და სიგრძეზე ხტომაში მესამე ადგილი და ბრინჯაო აიღო.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ - გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება მძლეოსანთა ნაკრებს ულოცავს მიღწეულ წარმატებას.

უნდა აღინიშნოს, რომ სოფო შათირიშვილი ოროცდღიან საწვრთნელ შეკრებას გაივლის თურქეთში, საქართველოს ნაკრების მწვრთნელ, დავით მანთიძესთან ერთად.

მადლობა დავით მანთიძეს სოფის მომზადებისათვის და წარმატებები მათ სპორტულ ასპარეზზე.

'.$TEXT['print'].'