იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია
ავტორი: გურიის მოამბე
იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომალ ჭიდაობაში საქართველოს მონაგარი კიდევ ერთი მედლით შეივსო

ლომაძე ფინალში, რომელიც ეს წუთია დასრულდა, გერმანელ მოჭიდავესთან, მსოფლიო ორგზის  ჩემპიონ სტებლერთან დამარცხდა და ევროპის ჩენპიონის ვერცხლის მედალოსანი გახდა.

იური ლომაძემ (72 კგ) მახევარფინალში დამაჯერებლად დაამარცხა თურქი სპორტსმენი და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. 

შეგახსენებთ, ქართველმა ფალავანმა ფინალამდე შთამბეჭდავი გზა გაიარა.

პირველი დაპირისპირება სერბების ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ შტეფანეკს 6:4 მოუგო, თანაც იმ პირობებში, რომ მეტოქე მას ძალიან ეუხეშებოდა და მსაჯიც არ წყალობდა. მეორე შეხვედრაში ლომაძემ ბელარუსი კანკოვი აშკარა უპირატესობით -11:0 დაამარცხა. ზუსტად ასეთივე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხორვატ ეტლინგერთან, რომესაც პირველივე პერიოდში აჯობა.

'.$TEXT['print'].'