"ოცნებაში" ამბობენ, რომ ლობისტურ ჯგუფებს არა პარტიული, არამედ სახელწიფოს ინტერესებისთვის ქირაობენ
ავტორი: გურიის მოამბე
"ოცნებაში" ამბობენ, რომ ლობისტურ ჯგუფებს არა პარტიული, არამედ სახელწიფოს ინტერესებისთვის ქირაობენ

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ირწმუნება, რომ მმართველმა პარტიამ ერთი ლობისტური კომპანია სახელმწიფო ინტრერესების გამო იქირავა.

"მთავარი იცით, რა არის? ლობისტური ჯგუფები, რომლებიც ჰყავდა და დღესაც ჰყავს ნაციონალურ მოძრაობას, სახელმწიფოს იმიჯზე და ინტერესებზე კი არ ზრუნავდნენ, ზრუნავდნენ პარტიულ ინტერესებზე. ჩვენ მათთან არა პარტიული ინტერესებისთვის, არამედ, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებისთვის ვთანამშროლობთ. სახელმწიფოს ბიუჯეტი ხმარდება სახელმწიფოს ინტერესებს",- უთხრა მედიას ოხანაშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ში კიდევ ერთი ლობისტური კომპანია დაიქირივა. კომპანია DCI Group-თან ხელშეკრულება 12 თებერვლით თარიდება და მას ირაკლი კობახიძე აწერს ხელს.

"ოცნება" DCI Group-ისგან ითხოვს, კომპანიამ ხელი შეუწყოს პარტიას აშშ-ში პრაგმატულ პარტნიორად პოზიციონირებას.

 

'.$TEXT['print'].'