ჩოხატაურში "ქართული ოცნების" დეპუტატი საკუთარმა ამომრჩეველმა სცემა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩოხატაურში "ქართული ოცნების" დეპუტატი საკუთარმა ამომრჩეველმა სცემა

ჩოხატაურის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, ბუკნარის მაჟორიტარული ოლქიდან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გუდავაძე, საკუთარმა ამომრჩეველმა სცემა.

როგორც "გურიის მოამბეს" ჩოხატაურიდან აცნობეს, შემთხვევა ამ დღეებში სოფელ ბუკნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) მოხდა.

ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ურთიერთშელაპარაკების შემდეგ მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს სცემეს.

თავმჯდომარის მოადგილემ საშველად პოლიცია გამოიძახა, რომელმაც მომხდარიდან რამდენიმე წუთში ერთ ადგილობრივი დააკავა. 

სიტყვიერი დაპირისპირება ბუკნარში მცხოვრებ ადგილობრივსა და ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შორის მას შემდეგ დაიწყო, როცა ადგილობრივმა მის საკარმიდამო ეზოსთან მიმავალ მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ტრაქტორს. გზისპირას. მათივე გადათხრილი ორმოს გასწორება სთხოვა.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ადგილობრივის მოთხოვნამ გაააღიზიანა და მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა, რაზედაც ადგილობრივმაც უპასუხა, მას კიდევ სხვა მეზობლებიც გამოესარჩლენ და საკრებულოს თავმჯდომარემ. საკუთარ მშობლიურ ბუკნარელებს, ნაცემი, რის ვაი ვაგლახით, ძლივს გამოასწრო.

'.$TEXT['print'].'