"სიმღერისთვის მიძღვნილი საუკუნის ნახევარი"
ავტორი: გურიის მოამბე
"სიმღერისთვის მიძღვნილი საუკუნის ნახევარი"

სიმღერისთვის მიძღვნილი საუკუნის ნახევარი- ასე ერქვა საიუბილეო საღამოს, რომელიც ცნობილ მომღერალს, ოზურგეთის სახალხო-ფოლკლორული ანსამბლის "შვიდკაცას" მესამე თაობის წარმომადგნელს, ერთ-ერთ სოლისტს ილია ინწკირველს მიეძვნა.
დაბადებიდან 75 და სცენაზე მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს მომღერლის კოლეგები, მეგობრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საიუბილეო თარიღი ილია ინწკირველს ანსამბლებმა - ,,ქართულმა ხმებმა“, ,,ბათუმმა“ , გოგონათა გუნდმა ,,რეხეულმა“ და ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის აღსაზრდელებმა მიულოცეს. ანსამბლ ,,შვიდკაცას“ წევრებმა უძველესი ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს და იუბილართან დაკავშირებული სხვადასხვა მოგონება სცენაზე გააცოცხლეს.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის, ასევე ოზურგეთის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

ოზურგეთის მუნიციპალტეტის მერიის პრეს სამსახური;

'.$TEXT['print'].'