ოზურგეთის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა
ავტორი: გურიის მოამბე
ოზურგეთის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქონების მართვის განყოფილების უფროსმა მალხაზ გორგოშიძემ თანამდებობა სუსში მიმდინარე გამოძიების გამო დატოვა.

სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ სასამართლოსათვის გადაგზავნილ დასკვნაში მალხაზ გორგოშიძეს, მაშინდელ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მაღალჩინოსანს  ბადრი გობრონიძეს, ასევე ოზურგეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებს გოჩა აბაშმაძესა და აივაზ ბერიძეს გამოძიება სამსახურეობრივ გულგრილობაში ადანაშაულებს.

კერძოდ გამოძიების ვერსიით, ამ პირებმა თვალი დახუჭეს ლაითური მერიის საავტომობილო ხიდის მშენებარე კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების ამოქმედებაზე.

საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო იხოლავს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თანამდებობები შესაძლოა ასევე გოჩა აბაშმაძემ და აივაზ ბერიძემ დატოვოს.

'.$TEXT['print'].'