"ლანჩხუთის მერიაში ხალხის ფულს "სინდისისა და ნამუსის გარეშე იპარავენ"
ავტორი: გივი ცინცაძე
"ლანჩხუთის მერიაში ხალხის ფულს "სინდისისა და ნამუსის გარეშე იპარავენ"

სახელმწიფო აუდიტის 2019 წლის დასკვიდან ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი ა(ა)იპ - ებისა და მერიის სამსახურის ფუნქციები იდენტურია.

მხოლოდ 2017-2018 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებული ა(ა)იპ-თვის გაწეულმა ჯამურმა ხარჯმა 11 მილიონ ლარამდე შეადგინა. დასაქმებულ პირთა რაოდენობამ კი 2017 წელს 1148, ხოლო 2018 წელს 1084.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ დასაქმებულ პირთა საშტატო რაოდენობა იმაზე გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს საჭიროა. რაც აუდიტის მიერ გამოვლენილი სხვადასხვა ფაქტით დასტურდება. ერთ-ერთ ფაქტზე დაყრდნობით 2017-2018 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა ა(ა)იპ - "ეკონომიკური განვითარებისა და ინოვაციების ცენტრის" დაფინანსებაში 392 700 ლარი დახარჯა, სადაც 21 შტატიანი და 12 შრომითი ხელშეკრულებით დაქირავებული პირი იყო დასაქმებული, ხოლო ჩამოყალიბებულია 5 განყოფილება, რომლებზე დაკისრებულ ფუნქციების შესრულება მერიაში არსებული სამსახურების მეშვეობითაც არის შესაძლებელი. გარდა ამისა ა(ა)იპ - " ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის "კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებაში" ფუნქციონირებს "მხარეთმცოდნეობის", "ვ.წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს" და "თ.ფირცხალაშვილის სახელობის შემოქმედთა" მუზეუმები. იგივე მუზეუმები ლანჩხუთის სხვადასხვა შენობაში მდებარეობს, სადაც დასაქმებულია 16 პირი და მათზე გაცემული ხელფასების რაოდენობამ 2017-2018 წლებში 100 000 ლარამდე მიაღწია.

2018 წლის მარტიდან ასევე შეიქმნა ა(ა)იპ - "ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი", სადაც 14 სხვადასხვა დარგის სპეციალისტია დასაქმებული, რომელთა ხელფასებზეც 43 200 ლარამდე დაიხარჯა 10 თვის განმავლობაში. ფუნქციურად კი ისინი მახათის გაყრით არიან დაკავებულნი და უსაქმურობაში "სძვრებათ სულები". იმავე მოვალეობების შესასრულებლად კი მერიას შესაბამისი განყოფილების სპეციალისტები ჰყავს დასაქმებული და ისინი დამატებით "ხრავენ" ბიუჯეტის ფულს.

აუდიტის დასკვნიდან კი ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა არაგონივრული რაოდენობა და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური ზრდაა დაფიქსირებული, რაც ასევე ნეპოტიზმისა და კორუფციის ნიშნებზე მიგვანიშნებს.

"სარიშვილი და მისი ბანდა კი ჭაობისკენ მიექანება, რომლიდან ამოსვლაც ძალიან ძალიან ძნელი იქნება მათთვის, ვიანიდან ეს არის ჭაობი - სახელად "პოლიტიკური სანაგვე". აღნიშნულ სანაგვეზე კი მათ ის ხალხი გადაყრის და მოისვრის, რომელთა ფულებსაც ასე ურცხვად, ყოველგვარი სინდისისა და ნამუსის გარეშე იპარავენ.

'.$TEXT['print'].'