შპს. „ენერგონი - ზოტი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე
ავტორი: შპს. „ენერგონი -ზოტი“
შპს. „ენერგონი - ზოტი“ აცხადებს ვაკანსიას ფინანსისტის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:


სამუშაო ადგილი: გურია,ჩოხატაურის რაიონი სოფელი ზოტი  

ფუნქცია-მოვალეობები:

პირველადი დოკუმენტების -ს/ზედნადებების, ა/ფაქტურების , მიღება-ჩაბარების აქტების,   ინვოისების შექმნა/მიღება და გაგზავნა.

სასაქონლო მატერიალური მარაგების  და ძირითადი საშუალებების  მიღების, გადაცემის,   ჩამოწერის   ოპერაციების  ასახვა საბუღალტრო პროგრამაში, სიზუსტის კონტროლი.

დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი, კონტროლი-ნაშთების  ყოველდღიური  კონტროლი და შედარება.

სალარო ოპერაციების ასახვა/კონტროლი

ხელფასების გაანგარიშება და დარიცხვა

თვის სწორად და დროულად დახურვის უზრუნველყოფა;

მენეჯერული რეპორტების წარმოება პროექტის ფარგლებში.

ძირითადი მოთხოვნები:

უმაღლესი განათლება, ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის სფეროში 

შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება, 

ღშ-პორტალზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

კომპიუტერული (MS Office, Word, Excel) პროგრამების ცოდნა, ბუღალტრული პროგრამების ცოდნა

ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე vacancy@energony.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 


რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „ენერგონი -ზოტმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 2 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

'.$TEXT['print'].'