"ავტორიტარული აზიური ქვეყნები ბევრად უფრო ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსს"
ავტორი: ზურაბ გურული
"ავტორიტარული აზიური ქვეყნები ბევრად უფრო ეფექტურად უმკლავდება კორონავირუსს"

შეიძლება ერთგვარ პარადოქსად მოეჩვენოთ მავანთ, მაგრამ ჩინეთი და სხვა ავტორიტარული აზიური ქვეყნები ბევრად უფრო ეფექტურად უმკლავდება და გაუმკლავდება კორონავირუსის ეპიდემიას, ვიდრე განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნები, სადაც გავრცელება ზუსტად ისეთივე მასშტაბური იქნება, როგორც ჩამორჩენილ ქვეყნებში. თითქოს ესეც პარადოქსია, მაგრამ აქაც მკაცრ კანონზომიერებას აქვს ადგილი.
ავტორიტარულ ქვეყნებში საზოგადოებრივი დისციპლინა ადვილი დასამყარებელია. ყოველგვარი ზედმეტი რევერანსების გარეშე ხდება უმკაცრესი კარანტინის შექმნა და ეს კი თავის მხრივ ყველაზე ეფექტური საშუალებაა ინფექციის გავრცელების აღსაკვეთად.
განვითარებულ ქვეყნებში ეფექტური კარანტინის დამყარება შეუძლებელია, რადგან მასისათვის დამახასიათებელი სისულელეები დაცულია ადამიანის უფლებების საფარით. ზუსტად იგივე ხდება ფეოდალიზმში ჩარჩენილ, გაუნათლებელ ქვეყნებში, სადაც რელიგიური სიბნელე და პრიმიტიული სახელმწიფო ინსტიტუტები შეუძლებელს ხდის ეფექტური პრევენციული სისტემის შექმნას.
რამდენადაც პანიკის გავრცელება კონტრპროდუქტიული და არაფრის მომტანია, იმდენად საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.
ძალიან ბევრი რამ დაფარულია ჯერჯერობით ფართო საზოგადოებისაგან კორონავირუსის შესახებ; ისევ და ისევ პანიკის თავიდან ასაცილებლად, მაგრამ აშკარაა რომ ძალიან ვერაგი და საშიში ვირუსია.
სისულელეა საზოგადოების შეუგნებელ, ფანატიკოს ნაწილთან ელემენტარულ ჭეშმარიტებებზე კამათი. მათ თავში მაინც არაფერი შევა. მაქსიმალურად ერიდეთ თავშეყრის ადგილებს და უმკაცრესად დაიცავით ელემენტარული ჰიგიენა. ნიღაბზე არანაკლებ ეფექტურია ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება.
იმედია სწავლა არ განახლდება მინიმუმ აპრილის ბოლომდე. ყოველი შეგნებული მოქალაქის მოვალეობაა სიფრთხილე და საზოგადოებრივ ადგილებში ჰიგიენის წესების დაცვა.
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს.

'.$TEXT['print'].'