რონალდინიო ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დააკავეს
რონალდინიო ყალბი საბუთების გამოყენების ბრალდებით დააკავეს

მედიის ცნობით, ძმები 5 მარტს, მაშინ დააკავეს, როცა მათ ქვეყანაში ჩასვლისას მესაზღვრეებს ყალბი პასპორტები წარუდგინეს. ისინი გამოკითხვაზე გადაიყვანეს, სასტუმროს ოთახი კი გაჩხრიკეს. ცოტა ხანში ძმები გაათავისუფლეს, თუმცა პარაგვაის პროკურატურამ მათი დაკავების ორდერი გასცა. 

შარშან ზაფხულს რონალდინიოს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალეს. ჩამოართვეს ესპანეთის პასპორტიც. ბრაზილიის პროკურატურამ ასეთ სანქციას იმის გამო მიმართა, რომ რონალდინიომ და მისმა ძმამ დაკისრებული 2-მილიონიანი ჯარიმა არ გადაიხადეს. ძმები საწყობს უკანონოდ აშენებდნენ და გარემოს ეკოლოგიურ საფრთხეს უქმნიდნენ, რის გამოც, ბრაზილიელებმა მათ 2 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს. გარდა ამისა, დაყადაღებულია ფეხბურთელის კუთვნილი 57 უძრავი ობიექტი.

tabula.ge/ge

'.$TEXT['print'].'