როგორ გავუმკლავდეთ ვირუსებს - პირველი ნაწილი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
როგორ გავუმკლავდეთ ვირუსებს - პირველი ნაწილი

უამრავი  ადამიანის თხოვნით, ამ საკითხში გასარკვევად, გთავაზობთ, ჩემს 40 რეკომენდაციას, ვირუსებთან ურთიერთობის შესახებ.

იმაზე თავს არ შეგაწყენთ, რაც ყოველდღე, მეორდება ტელევიზიით. ანუ საუბარი, ხელების დაბანასა და კულტურულ ცემინებაზე. თუ ადამიანმა არ იცის , ხელი , რომ ხშირად დაიბანოს და მეორეს, სახეში არ შეაცემინოს, მას ტვინის , კოგნიტური უნარების, ღრმა რღვევა ჰქონია.

1-პირის ღრუ-განსაკუთრებული ყურადღება, პირის ღრუს. გაიხეხეთ კბილები, დღეში ორჯერ. გამოივლეთ, პირის ღრუში, დღეში სამჯერ----სოდიანი წყალი. ერთ ჭიქა წყალზე, ერთი სუფრის კოვზი სოდა. ადამიანი, მუდმივად იღებს, ვირუსულ და მიკრობულ დარტყმებს. გამოვლინება მაშინ ხდება, როცა ორგანიზმში, ფერმენტების და ჰორმონების მოქმედება შესუსტებულია. ანუ , თუ აქვს ადამიანს, ფერმენტოპათია ან ჰორმონოპათია. ყველა ქრონიკული ან რთული დაავადების მიზეზი, ფერმენტო და ჰორმონოპათიაა. ვირუსი , ყველაზე მეტ ზიანს აყენებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰორმონო და ფერმენტოპათია აქვს. მაგრამ, ეს თუ აქვთ, ჩვენში ადამიანებმა, ძალიან ხშირად არ იციან. ჩვენში, სამწუხაროდ, მედიცინა ,ყველა რგოლში, არ არის მაღალ დონეზე. არ ხდება, მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური მექანიზმების პარალელურად, ამ მაგისტრალური , მთავარი ხაზების გათვალისწინება. კერძოდ, ფერმენტო და ჰორმონოპათიის. ჩვენში მკურნალობა, ძირითადად, ხდება შედეგების მისაჩქმალად და არა მიზეზის გასანეიტრალებლად. ვირუსი აზიანებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ფონური დაავადებები აქვთ. მაგალითად-ჰაიმორიტი, ცისტიტი, ჰიპოქსიური ფილტვი, ალერგია, რაც თავისთავად პანკრეასის დაზიანებას ნიშნავს და საერთოდ, უამრავია ასეთი ფონები. ნერწყვში არის ფერმენტი-ფტიალინი. ის რომ არ იყოს, მითუმეტეს არაჰიგიენური და არაკრეატიული ადამიანები, ყოველდღე მიიღებდნენ რთულ დაავადებებს. ანუ ფტიალინი იბრძვის, რომ ადამიანის, პირის ღრუში მოხვედრილი, სხვადასხვა ვირუსი და მიკრობული ნაგავი გაანეიტრალოს. მაგალითად, ბავშვი ეფერება ძაღლს. ნებისმიერი ცხოველი, ახალდაბანილიც რომ იყოს, მას, ბეწვზე აქვს, სხვადასხვა-მიკრობი, ვირუსი, ჭია და პარაზიტი. ამიტომ, თუ ცხოველთან შეხების შემდეგ, ადამიანი ხელს არ დაიბანს, ის მიიღებს , ამ მიკრობების და ვირუსების, დარტყმის სიმძიმეს. შეიძლება, ეს პროცესი ლოკალიზდეს ორგანიზმში და დიდხანს არ გამოვლინდეს. ამიტომ, ეპიდემიის დროს მაინც, მოერიდეთ, როგორც სახლის, ასევე ქუჩის ცხოველებთან შეხებას. პირველ დარტყმას, ეს ფერმენტი იღებს. ამიტომ, ამ ფერმენტმა, წაქცევამდე, რომ არ იმუშაოს ანუ არ გამოვფიტოთ, საჭიროა მას, ადამიანი , პირადი ჰიგიენით დაეხმაროს. იზრუნოს, მის ირგვლივ , გარემოს სანაციაზე. ანუ პირის ღრუს ჰიგიენაზე. ყველაზე მეტად, ვირუსები ლოკალიზდებიან, ცხვირ-ხახაში და პირში. პირის ღრუს და ცხვირ-ხახის სანაცია, ვირუსის მძლავრი პროფილაქტიკაა. ვირუსი, მყისიერად არ იწყებს მოქმედებას. ის ჯერ , ამ მიდამოებშია შეჩერებული. ეფექტურია და პირველ დღეებში ძალიან შედეგიანია, პირის ღრუში, ლიმონის სამი ნაჭრის, მონაცვლეობით დადნობა. ეს მეთოდი, ეფექტურია , პირველ დღეებში. შემდეგ, უმნიშვნელოდ. ლომონის სამი ნაჭრის, მონაცვლეობით დადნობის შემდეგ, 30 წუთი არაფერი არ შეჭამოთ. არ შეურიოთ საკვები, ამ პროცესს. უზმო მდგომარეობაში, ლიმონმჟავა კლავს, არა მარტო ახალ ვირუსებს და მიკრობებს, არამედ, დიდი ხნის დაბუდებულებსაც. დღევანდელი რეკომენდაციები შეეხება, ყველა გაციებულს და ყველა ვირუსიანს. რაც შეეხება იმას, თუ კორონა დაგიდასტურდათ, მაშინ თავსდებით სტაციონარში. არ შეცვალოთ , ლიმონის ნაჭრების მეთოდი, საწუწნი აბებით. სადაც ხელოვნური ლიმონმჟავა, უმცირესი დოზითაა. ეს ,თანამედროვე ფარმაციის, მორიგი ,აფიორული მასტერკლასია. თან, უფრო ნაკლები დაგიჯდებათ თანხა. გააკეთეთ ეს, თუნდაც, კუჭის წყლულით დაავადებულებმა. ლიმონის სიმჟავეს, მომდევნო საათში, სოდიანი წყლის მიერ შექმნილი, ტუტე გარემო გაანეიტრალებს.

2-ცხვირის ღრუ-განსაკუთრებით საჭიროა, მისი სანაცია. ზოგი ადამიანი, წესის მიხედვით, დილით, ცხვირს არ გამოირეცხავს და შემდეგ, მთელი დღე, ცხვირს იწიწკნის. განსაკუთრებით საშიშია, ცხვირის ღრუში ლოკალიზებული-მიკრობები, ვირუსები, ჭიები და სხვა პარაზიტები. ღმერთმა, ადამიანის ანატომიას, ადექვატურად მისცა, გარეთ გამომყოფი ხვრელები . არაეპიდემიის დროსაც, ეს ხვრელები, დღეში ორჯერ უნდა გამოირეცხოს. ცხვირში, ანტიბაქტერიული მალამოს გამოსმა, რეკომენდირებულად არ მიმაჩნია. ვირუსი ,შეიძლება, ამ მალამოს ცხიმმა ჩაიჭიროს და გამრავლების საშუალება მისცეს. ის შეუშლის ხელს, რომ ფიზიოლოგიური აქტი განახორციელოს ადამიანმა, დაცემინების სახით და ვირუსების გარკვეული რაოდენობა განტვირთოს. ეპიდემიის დროს, , ცხვირი ,სოდიანი წყლით გამოირეცხეთ ყოველდღე. სხვა დროს კი, მხოლოდ სუფთა წყლით.

3-ვირუსი , ორგანიზმში, არა მარტო ცხვირიდან და პირიდან, ასევე, ყურიდანაც ხვდება. ეპიდემიაც რომ არ იყოს, ყურს , ყოველდღიური ჰიგიენური სანაცია სჭირდება. შხაპის მიღების პარალელურად, ის, სველი ხელსახოცით მაინც, ყოველდღიურად უნდა გამოიწმინდოთ. რომელიც , ასეპტიკურ ხსნარს შეიცავს. მენინგიტების 80 პროცენტი, ყურის, დაბინძურებული, ბაქტერიული და ვირუსული ფლორიდან ვითარდება. სავარაუდოა ,რომ კორონა, არა მარტო ვირუსული, მძიმე, ფილტვების ანთებით რთულდება , არამედ, ელვისებური მენინგიტითაც. სამ წელში ერთხელ ,ადამიანმა, ლარინგოლოგთან, ყურის გოგირდის სანაცია უ ნდა მოახდინოს. გოგირდი წებოვანია და იკრავს ბაქტერიულ ფლორას. 4--არც ერთი ვირუსი , არ კლავს ადამიანს .კლავს, მხოლოდ , გართულებები. ვირუსი საშიშია, მხოლოდ, ადამიანებისთვის, რომლებიც არაპროფესიონალურად არიან ნამკურნალები და დარჩენილი აქვთ-მორფოლოგიურად გადაგვარებული, დეგრადირებული უჯრედების, იმუნოლოგიური ნაგავი. ეს იმუნოლოგიური ნაგავი ანუ უმკურნალოდ დარჩენილი მიკრობთა კოლონიე ბი, ახალი ვირუსის დროს, ვირუსისგან დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე , აღზევდებიან და დისჰარმონიულ , იმუნოლოგიურ რეაქციებს იწვევენ. ბოლომდე მოურჩენელი ან არასწორად ნამკურნალები დაავადების გამო, ყოველთვის დათგუნულია იმუნიტეტი . დათრგუნული იმუნიტეტი, უძლურია ვირუსის გართულებების წინაშე. ასეთ იმუნიტეტს კი იწვევს, ჩაკირული, პოლისემანტიკური, მორფოლოგიურად გადაგვარებული მიკრობთა კოლონიები. რომლებიც, არაპროფესიონალურად ნამკურნალები პროცესებიდან დარჩება.

5-მცენარეები, რომლებიც შეიცავენ-აცეტოგენინს, კიბოსთან აქტიურად და შედეგიანად მებრძოლ მცენარეებს განეკუთვნებიან. აცეტოგენინი, ყველა ბარიერს გადალახავს, ყველაგან შეძვრება, შეაღწევს კიბოს უჯრედში და კიბოს, ყველაზე აგრესიულად მკვლელ, უჯრედებს ანადგურებს. აცეტოგენინი, სიმსივნური უჯრედების ენერგეტიკას და ფსიქიკას, მთლიანად შლის და ასუსტებს. სიმსივნის უჯრედს , აღარ აქვს ენერგია, ადამიანს რამე დაუშავოს. შეიძლება, მკრეხელურად და გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ, მე პირადად, დღეს, კიბო აღარ მიმაჩნია, სევდიან დასასრულად. თუ მის მორფოლოგიას გაედევნები და ბუნებიდან შეავსებ, ადამიანის ,რეალურ ფიზიოლოგიურ დეფიციტებს, ადამიანი აუცილებლად იცოცხლებს. არის, ამის ბევრი მაგალითი. კიბოს უჯრედი, ზეცოცხალი და ზეაგრესიული არსებაა. ხასიათით, ძალიან ჰგავს მკვლელ ვირუსებს. აცეტოგენინს ისინი, ფიზიოლოგიურად და ფსიქოლოგიურად, მწყობრიდან გამოყავს. თან , გარედ აძევებს ორგანიზმიდან. აცეტოგენინის, მთავარი შემადგენელი და მთავარი მაფუნქციონირებელი, არის- ალიცინები. ანუ ის რა ც ნიორშია. ალიცინების გამო, როგორც აცეტოგენინი, ისევე ნიორი, მკვლელი და დამთრგუნველია, ნებისმიერი ძლიერი ვირუსის. ალიცინები აძევებენ, ვირუსს ორგანიზმიდან. ასევე, არ აძლევენ უფლებას, გართულებები გამოიწვიოს. როგორც გითხარით-ვირუსი არ კლავს ადამიანს. კლავს, მხოლოდ ,გართულებები. მიიღეთ ყოველდღიურად ნიორი.

6-ვირუსებს გაძლიერებით ებრძვის, ფერმენტი პაპაინი. ის არის-ანანასში, ბანანში, კივში და მანგოში.

7-დალიეთ კურკუმას კურსი. კურკუმა, ნაწილებად შლის, ყველაზე მომაკვდინებელ, თავისუფალ, კიბოს გამომწვევ რადიკალს-პეროქსინიტრიტს. კურკუმა, ძალიან ებრძვის ყველანაირ ვირუსებს. მთლიანი ტექსტი არ იდება. ამიტომ, ჩემს დანარჩენ რეკომენდაციებს , ვირუსებთან გასამკლავებლად, მომდევნო თავებში შემოგთავაზებთ. აგიხსნით, აგრეთვე, თუ რატომ რთულდება კორონა, ფილტვების ანთებით. რომლის პროფილაქტიკა , ნამდვილად შეიძლება. გაგრძელებები იქნება.

'.$TEXT['print'].'