ანი კაპანაძის მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის
ანი კაპანაძის მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის

საქართველოს ერონულმა ნაკრებმა მონაწილეობა მიიღო ანტალიაში გამართულ ერთობლივ ვარჯიშში, სადაც მონაწილეობას ასევე იღებდნენ: უკრაინის, ნორვეგიის, ისრაელისა და ყაზახეთის გუნდები.

საქართველოდან ანტალიაში 16 გოგონა იმყოფებოდა, მათ შორის ანი კაპანაძე, რომელიც ოზურგეთის "არწივები"-ს ღირსებას იცავს.

ანტალიაში შეკრების მიზეზი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებაა. სადაც, ზემოთ აღნიშნული 16 გოგონადან მხოლოდ 12 შესძლებს ასპარეზობის გაგრძელებას.

გუნდი უკვე დაბრუნდა საქართველოში, მაგრამ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების თანახმად, გოგონები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

ოზურგეთის რაგბის კლუბი "არწივები" წარმატებებს უსურვებს ანის.

 

'.$TEXT['print'].'