40 რეკომენდაცია----როგორ გავუმკლავდეთ ვირუსებს-2
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
40 რეკომენდაცია----როგორ გავუმკლავდეთ ვირუსებს-2

8-პერიოდულად დალიეთ, კამის ჩაი, დილით უზმოზე. სამ ჩაის კოვზ კამის თესლს დაასხით, ერთი ჭიქა, ახალადუღებული წყალი. ნახევარი საათი, თავდახურულ მდგომარეობაში ამყოფეთ და შემდეგ მიიღეთ. კამა წმენდს-ვირუსებს, ბაქტერიებს, ტოქსინებს, შლაკებს, ალერგენებს. არ მიიღოთ კამა , დაბალი წნევის დროს. ხალხის ნაწილს ,არ სჯერა ფიტოთერაპიის. ეს მედიცინის განხრაა. ამიტომაცაა, რომ ხშირად, საქმეში ჩაუხედავი, რაღაც მცენარის სიკარგეზე დებს. მაგრამ, არ იცის მისი ნიუანსები და შეიძლება , ზიანი მიაყენოს ადამიანს. ყველაზე მაღალფასიანი წამლები, ევროპის ქვეყნებსა და ამერიკაში ,80 პროცენტში მცენარეებისგან არის დამზადებული. ისინი სასწაულებს ახდენენ. ჩემი სტრატეგია, ძირითადად, მათი გამოყენებაა. რაც დიდებულ შედეგებს იძლევა. ჩვენთან ,ფარმაციის და ზოგი ექიმის, ერთდროულმა ბიზნესმა, ადამიანების ჯანმრთელობა შეარყია. ადამიანები ფსიქიკურად დაბანგული და გახამებული არიან, ოღონდ, ქიმიური წამალი დალიონ. თუ საჭიროა, ესეც ინიშნება. მაგრამ, სულ ქიმიაზე აქცენტირება, ადამიანის იმუნიტეტის განადგურებაა. კამით ათმაგ სიკეთეს მიიღებთ. გაზაფხულს მარტ-აპრილ--მაისს, ექიმები სიკვდილების თვეებს უწოდებენ. ამ თვეში უჭირთ, იმ ადამიანებს, ვისაც ფონად, სისხლძარღვების ათეროსკლეროზი აქვთ. ანუ ემუქრებათ-ინფარქტი ან ინსულტი. გაგიმეორებთ, რომ სისხლძარღვების ათეროსკლეროზი დიაგნოზად ეწერება, მაგალითად, მეხუთეკლასელ ბიჭსაც. ლიპიდური ცვლის დარღვევას, ასაკი არა აქვს. მან, სასკოლო ასაკში, გახშირებულად გადმოინაცვლა. თუ კალიუმი დაქვეითებული არ არის, ადამიანს დაავადება ----წნევა არ დაემართება. გულის მუშაობა ძლიერად ფერხდება, კალიუმის დეფიციტის დროს, გარდა ტექნიკური მიზეზისა. კამა, რომელიც კალიუმის საბადოა, აკეთებს კალიუმით შევსებას, როგორც გულსისხლძარღვთა სისტემაში, ისე ნაწლავებში. სათავო მიზეზს ქვევით, შეკრულობების მთავარი მიზეზი კალიუმის ნაკლოვანებაა. თქვენ ეს დაწვრილებით იხილეთ უკვე, ჩემს ნაშრომში-რატომ გვჭირდება კალიუმი. არ მიიღოთ კამა, დაბალი წნევის დროს.
9-
მიიღეთ თეთრი ლობიო. თუ ნაწლავშია ვირუსი, ის განსაკუთრებით შლის , ვირუსებს, ნაწლავის ცხიმთან ერთად.
10-
მიიღეთ, ფუტკრის დინდგილი. ის ყველაზე ძლიერ წმენდს სისხლს, ვირუსებისგან, მიკრობებისგან, ბაქტერიებისგან.
11- 
გააკეთეთ ორგანიზმიდან, ჭიების და სხვა პარაზიტების სანაცია .უხშირეს შემთხვევაში, კიბოც და ვირუსიც ემართება, არა ადამიანს, არამედ, ადამიანის ორგანიზმში მცხოვრებ, თავად ჭიას ან სხვა პარაზიტს. შემდეგ გადაედება ის, ადამიანს. როგორც გითხარით, ვირუსი, რაც არ უნდა ძლიერი იყოს , ადამიანს ვერ კლავს. ადამიანს კლავს, დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, ადვილად განვითარებული , ფონური პრობლემების გამწვავება. მოძებნეთ ,ამ უკონტროლო ქვეყანაში ,კარგი ლაბორატორია და გაიგეთ, რომელი პარაზიტი გყავთ. ყველას , სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება. არ აიღოთ ანალიზი, ისეთ ლაბორატორიში, სადაც ლაბორანტი გეუბნება-მარტო ორ იაზე აგიღებ, დანარჩენი არ გექნება, სუფთა ხარო გარეგნულადო. ეს არის მედიცინის კონკრეტული რგოლის, უკიდურესი სიბეცე და სიბრიყვე. ოცდამეერთე საუკუნეში, ასეტი ტექსტები, არცერთი სამედიცინო რგოლიდან, არ უნდა ისმოდეს. ასეთი ადამიანი, აბრკოლებს ხალხის ჯანმრთელობას და დაუმსახურებელ ხელფასს იღებს. მთელი სპექტრი უნდა ინახოს და რაც არის , ის დაიწეროს. ჰიგიენურ ადამიანებს, უფრო ჰყავთ ჭია. რადგან, ის ცოცხალი არსებაა და კარგ გარემოს ეძებს. შეგახსენებთ, ფეკალიიდან ანალიზი, მხოლოდ, ნაწლავის ჭიას აჩვენებს. ხოლო, სხვა ორგანოებში ჭია, სისხლის შესაბამისი ანალიზით უნდა მოხდეს. ჭია, შეიძლება ლოკალიზებული იყოს--ტვინში, გულში, ღვიძლში, სისხლში, სახსარში და ყველგან. ლაბორანტი, რომელიც იტყვის, რომ 2 ზე აგიღებ ანალიზს, დანარჩენი მაინც არ გექნება, ის, ამ ქვეყნის აზრზე არ არის. ასეთ დაწესებულებას, სახელმწიფოსგან ფული, როგორ უნდა ჩაერიცხოს. სრული სიბნელე.
12-
ბუნებაში ყველა დაავადება, ჰორმონული დისკომფორტის ფონზე ყალიბდება. მედიცინაში , ძალიან ბევრი რამ ,კარდინალურად საფუძვლიანად შესაცვლელია. მაგალითად, ჩივილები აქვს ადამიანს, ან ნევროზის ან თირკმლის ან ტვინის და ბევრ სამედიცინო რგოლში, ამ ჩივილებზე ხდება აქცენტირება. მთავარი კი, სათავო მიზეზია. დაავადებათა 99 პროცენტში, ეს მიზეზი ჰორმონებია. ადამიანები, უამრავ ფულს ხარჯავენ და არა აქვთ, მიზანმიმართული მკურნალობა. ხდება არა მკურნალობა და განკურნება , არამედ ჩივილების მიჩქმალვა. რაც შემდეგ, სიმსივნეთ ან ახალ დაავადებად იჩენს თავს. ჰორმონების მთავარი არქიტექტორი-თუთია და სელენია. მაგალითად , ძალიან ხშირად, ჩიყვის დაავადების დროს, მხოლოდ იოდის ხაზის მიმართ, ხდება აქცენტირება და არა, მთავარი მიზეზების მიმართ. დაავადება ასეთ შემთხვევაში, არ მორჩება. მხოლოდ მიიჩქმალება. სწორედ თუთია და სელენია, ასევე სხვა მიკროელემენტებიც , კაცს რომ ტესტოსტერონს უქვეითებს და მამაკაცობას უკარგავს. ხოლო ქალებს, აქცენტირებს, ქალური ორგანოების სიმსივნეებისკენ. მიიღეთ ახლა ხშირად, ახალმოხარშული, ცხელი გოგრა. ის თუთიის , სელენის და სხვა მიკროელემენტების საწყობია. ამ შემთხვევაში, ვირუსი გართულებას ძნელად მოახერხებს. რადგან, ორგანიზმის , ამაღლებული იმუნიტეტი დახვდება. ცხელი გოგრა, განსაკუთრებით კარგად მუშაობს, ვირუსების ჩასაკლავად. ჰომონების პროდუქციისთვის ასევე, ხშირად მიიღეთ-ქიშმიში, გოგრის კურკები, მზესუმზირა და მწვანე ხახვი. გონებასუსტს, ასეთ ინფორმაციაზე, შეიძლება , ნიჰილიზმი დაეუფლოს. დააკვირდით, მაგალითად, გაქვთ მაღალი წნევა . დალიეთ ძლიერი წამალი, მაგრამ, მაინც დისკომფორტი გაქვთ. ასევე, თავში, სიმძიმის შეგრძნება. შეჭამეთ პერიოდულად, ამ დროს--გოგრა, ქიშმიში, მწვანე ხახვი, დალიეთ, ბროწეულის ან ციტრუსის წვენი და ტვინს, ენცეფალური სინდრომი, ადვილად მოშორდება . ანუ თქვენ, ხასიათზე მოხვალთ.
13-
ხალხი ახლოსაა ცე ვიტამინთან. უფრო სწორად, ჰგონიათ, რომ იცნობენ. მაგრამ, მისი ყველა თვისება არ იციან. შესაბამის დროს, გესაუბრებით ცე ვიტამინზე, მის თანამედროვე ხედვაზე. პირადად მე, პოლივიტამინს არ ვნიშნავ . მისი სტიქიურად დანიშვნა, უცოდინარობის ნიშანია. ორგანიზმს ანგრევს მინერალების და ვიტამინების ნაკლებობა. რადგან ისინი, მთავარ როლში არიან, ჰორმონების წარმოქმნაში. ამას დიდი ხანია ვამტკიცებ და ამ ხაზით მაქვს მკურნალობა, რაც როგორც ცნობილია, ყოველთვის წარმატებულია. ფამილარობისთვის დიდი ბოდიში, მაგრამ რეალობაა. ბოლო წლების ამერიკული და ევროპული მედიცინა, უკვე გადართულია ამ მეთოდზე. როგორც რომელიმე ერთეულის ნაკლებობა აზიანებს ორგანიზმს, ასევე, მისი მეტობაც დამანგრეველია. ამიტომ , მკურნალობისას, წარმატების საწინდარია, ნაკლოვანების აღმოჩენა, ასევე მეტობისაც. პოლივიტამინმა, შეიძლება , ფიზიოლოგიური ქაოსი გამოიწვიოს. თუ ლაბორატორიის შესაძლებლობა არ არის, კარგ ექიმს შეუძლია, მინერალური ბალანსი, რეფლექსურადაც დაადგინოს. მაგალითად , ცე ვიტამინის დიდი დოზა, დადგენილია ევროპული კვლევებით, რომ ინსულტის მაპროვოცირებელია. მით უმეტეს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი სითხის მიღება დაგვიანდა და უჯრედშიგა სითხე, ოსმოსური წნევის ცვალებადობას განიცდის. ვირუსის დროს, ცე ვიტამინის დაბლა დავარდნა ხდება. ის ამ დროს, უსარგებლოა, ტაბლეტების სახით. ამპულების სახით, თავად ვირუსს ვერაფერს უზიანებს, მხოლოდ იმუნიტეტისთვისაა სასარგებლო. ვირუსს ებრძვის , ცე ვიტამინის დრაჟე. ცე ვიტამინის 5 მა დრაჟემ, შეიძლება, უძლიერესი ვირუსი წელში გადაწყვიტოს. არის ამის ექსპერიმენტები. გამოიყენეთ, მხოლოდ ,ზრდასრულ ასაკში. მხოლოდ რამდენიმე დღე. დრაჟე არ უნდა დალიო. არამედ უნდა შეიწოვოს პირის ღრუდან. უნდა გახსნას , ნერწყვის ფერმენტმა ფტიალინმა. ამ გზით, ცე აღწევს, ვირუსის ლოკალიზებულ კერებში .და დესტრუქციულად მოქმედებს ვირუსის მთლიანობაზე.

14-წყალბადის ზეჟანგით, გაწმინდეთ პერიოდულად-კარის სახელურები, მანქანის საჭე, ხელჩანთა, ლეპტოპის ჩანთა. სველი ხელსახოცით, ყოველდღე გაწმინდეთ ფეხსაცმელები, შემოსვლისთანავე. დაიბანეთ ხელი ან სველი ხელსახოცით გაიწმინდეთ, როცა შეეხებით რაიმე დაწესებულების სახელურს ან აფთიაქის ან სამსახურის, რომელსაც ბევრი ჰკიდებს ხელს. ფანჯრები, კარები, სახელურები, მაგიდა, სკამები, გაზის სანთებელა და ჩაიდნის სახელური ,წყალბადის ზეჟანგით გაწმინდეთ. სპირტით-არა. სპირტი ნაწილ მიკრობებს კლავს, მაგრამ, დიდ ნაწილს ზედვე აფიქსირებს. ამიტომ არის, ჭრილობის დამუშავების წინ, სპირტამდე სხვა ხსნარები. სველი ხელსახოცი, თუ დაბანის შესაძლებლობა არ არის, იმ უკიდურესობაში გამოიყენეთ.

 

'.$TEXT['print'].'