იუმორი თუ გვიშველის
იუმორი თუ გვიშველის

,,საქართველოს ბანკის ლანჩხუთის ფილიალში მომიწია შესვლა. ბანკომატთან ვიღაც ტიპი იდგა ნერვებმოშლილი და რაღაცას ბურდღუნებდა. ჩემთან ერთად ბანკის ლანჩხუთელი თანამშრომელიც მიუახლოვდა:
- რით შემიძლია დაგეხმაროთ ბატონო?
- ეგი რატომ არ იძლევა ფულს? (ქუთაისელი აღმოჩნდა)
- რამდენი მიუთითეთ?
- 80 ლარი (შეეცადეთ მაქსიმალურად ქუთაისურად გაიფიქროთ)
- სამწუხაროდ მარტო 100 ლარიანებია ამჟამად ბანკომატში.
- ოჰ, რავა იკადრებთ ლანჩხუთლები ნაკლებ კუპიურაზე მუშაობას, ყვავა თქვენთან ეკონომიკაო და გავიდა გინებ-გინებით.
ის იყო რომ უნდა დავხოცილიყავით სიცილით და ერთი ჩაფიქრიანებული გურული, რომელიც ჩემ უკან იდგა რიგში, თანამშრომელს შეუბრუნდა და გაბრწყინებული თვალებით ეკითხება
"მაი რაფერაა ახლა, 20 ლარი მაქ ანგარიშზე და რომ მევითხოვო 100-ს მომცემს?" 

წერს ფეისბუკ მომხმარებელი საკუთარ გვერდზე

 

'.$TEXT['print'].'