მართვის მოწმობის ასაღებად ჩასაბარებელი თეორიული და პრაქტიკული გამოცდები უქმდება
მართვის მოწმობის ასაღებად ჩასაბარებელი თეორიული და პრაქტიკული გამოცდები უქმდება

„20 მარტიდან, საქართველოს მასშტაბით, მართვის მოწმობის მისაღებად ჩასაბარებელი თეორიული და პრაქტიკული გამოცდები უქმდება. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოცდების გაუქმების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული რეგულაციებია.

შსს-ს ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ თეორიული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 დღის განმავლობაში იმავე ფილიალში, რიგის დაჯავშნის გარეშე.

პირებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ თეორიული გამოცდა, პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლა შეეძლებათ სერვისების სრულად აღდგენიდან 30 დღის განმავლობაში.

უწყების ცნობით, ასევე უქმდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები“- - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

'.$TEXT['print'].'