კორონავირუსის გამო, "ჩემი ცოლის დაქალები" დროებით გადაღებებს წყვეტს
კორონავირუსის გამო, "ჩემი ცოლის დაქალები" დროებით გადაღებებს წყვეტს

"ვიცით, ყველა მოუთმენლად ელოდებით ჩემი ცოლის დაქალების ახალ სერიებს, თუმცა, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ იძულებულები გავხდით დროებით შეგვეჩერებინა გადაღებები.

ამ დრომდე სამი გადამღები ჯგუფი მუშაობდა ყოველდღე, რათა ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თქვენამდე მოგვეტანა ის, რაც ასე ძალიან გვიყვარს. თუმცა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გვაიძულებს, შევწყვიტოთ სამუშაო პროცესი. ჩვენ თავს ვალდებულად ვთვლით, ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობაზე და მაქსიმალურად შევზღუდოთ ვირუსის გავრცელების რისკი. 

დავბრუნდებით, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება" - აღნიშნავს "ჩემი ცოლის დაქალები".

'.$TEXT['print'].'