განათლების სამინისტრო: "ჯერჯერობით სწავლა 1 აპრილს დაიწყება"
განათლების სამინისტრო: "ჯერჯერობით სწავლა 1 აპრილს დაიწყება"

„ჯერჯერობით სწავლა დაიწყება 1 აპრილს. სწავლის თარიღის შეცვლის გადაწყვეტილებას უწყებათაშორისი საბჭო მიიღებს, ყველაფერი დამოკიდებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე.

ახალი კორონავირუსისგან თავდაცვისთვის, სასწავლო პროცესის კიდევ ერთხელ შესაძლო გადავადებაზე ისაუბრა დღეს ჯანდაცვის მინისტრმაც: „რეკომენდაცია ცალსახად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელებაზე. თუ ჩვენ გვექნება მაღალი მატება - ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას, რომ სწავლა შეჩერდეს და გადავადდეს კიდევ ერთხელ“, - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

შეგახსენებთ, რომ COVID 19-ის საქართველოში გავრცელების გამო, განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე შეწყდა. იქამდე კი ორკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები გამოცხადდა, რომელიც 2-დან 16 მარტის ჩათვლით უნდა გაგრძელებულიყო.

გუშინ კი, „რუსთავი 2“-ის ეთერში პრემიერ-მინისტრმა ივარაუდა, რომ 26 აპრილამდე სასწავლო დაწესებულებებში სწავლა ვერ განახლდება.

„მაგალითად, დღეის მონაცემებით განათლების სამინისტრო ამბობს, რომ თუ 26 აპრილამდე სკოლებში სასწავლო პროცესი არ განახლდა, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ გარკვეული სტანდარტები არსებობს. განათლების სამინისტროს მიღებული აქვს დავალება, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. მე ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე ჩვენ სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის იმედი რჩება“, - გიორგი განაცხადა გახარიამ.

ჯერ უცნობია, როდის წარმოადგენს განათლების სამინისტრო გეგმას, რომელშიც ასევე გაწერილი უნდა იყოს, როგორ მოხდება გაცდენილი სასწავლო პროცესის აღდგენა“.---- განმარტეს განათლების სამინისტროში.

 

'.$TEXT['print'].'