როგორ ადამიანს უქმნის საშიშროებას, ყველაზე ხშირად კორონა . პირველი ნაწილი
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
როგორ ადამიანს უქმნის საშიშროებას, ყველაზე ხშირად კორონა . პირველი ნაწილი

ვირუსი არ კლავს ადამიანს. კლავს ,მხოლოდ გართულებები, რომლებიც მიიღება, ადამიანში არსებული პათოლოგიური ფონებიდან. რა არის ის პათოლოგიური ფონი, რომელიც ყველაზე მეტად უძლურია კორონას მიმართ. კორონამდეც, ძალიან სასურველი იყო, რომ ყველა თანამედროვე ადამიანს ცოდნოდა, ფილტვბის, ქრონიკული,ობსტრუქციული დაავადების შესახებ. უბედურება ის არის, რომ ხან, ზოგ მედიცინის მუშაკსაც ჰგონია, რომ ფილტვების ქრონიკული, ობსტრუქციული დაავადება, მხოლოდ ის არის, როცა ადამიანის გულმკერდი, კასრისებურ ფორმას მიიღებს. კიდევ მეტი უბედურება ის არის, რომ ამ სინდრომით, უამრავი ადამიანი დადის და საერთოდ არ იციან რა სჭირთ. ეს სინდრომი, ადამიანების, ნაადრევი სიკვდილის და უნარშეზღუდულობის, ყველაზე ხშირი მიზეზია. ის, სასუნთქ სისტემას, თანდათან, მწყობრიდან გამოიყვანს. ეს სინდრომი მოიცავს, უამრავ პრობლემას და დისფუნქციას. მაგრამ, ყველაზე წინ წამოწეულია მნიშვნელობით, პირველ ეტაპზე ქრონიკული ბრონქიტი და მეორე ეტაპზე ემფიზემა. მე ხშირად ვამბობ, ცნობილ ჭეშმარიტებას გაუაზრებელი ბრონქიტი უფრო მეტად აზიანებს ფილტვს, ვიდრე, ლოკალური ფილტვების ანთება. აულაგებელი ბრონქიტით, მოსახლეობის 70 პროცენტი დადის. სიკვდილი ან უნარშეზღუდულობა, უცებ არ დგება. მას აქვს ქრონიკული ბაზისი. რომლის წინა ეტაპები შეიცავს, არასრულფასოვან სამედიცინო მომსახურეობას და ადამიანის უპასუხისმგებლობას საკუთარი თავისადმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ამერიკის, გულისა და ფილტვების ნაციონალური ინსტიტუტების, ევროპის , ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების განმარტებით, ეს სინდრომი არის, სანახევროდ შექცევადი პროცესი და მუდამ, ცუდისკენ პროგრესირებადი პათოლოგია. ის მიდის, ჰაერის შეუმჩნეველი უკმარისობით. რომლის დროსაც, უხშირეს შემთხვევაში, უპატრონოდ მიტოვებული ფილტვები, იბრძვის თავის შესანარჩუნებლად და ამ დროს ცდილობს, მოიშოროს მავნე ნივთიერებები. სანახევროდ შექცევადი, იმიტომ არის, რომ მის გამოსასწორებლად , გლობალურადაც რომ იბრძოლოს ყველა სისტემამ, ბოლომდე მაინც არ მორჩება. ამ სინდრომით, სულ უპატრონოდ იმყოფება ადამიანების უმრავლესობა, არაკვალიფიციური სამედიცინო მომსახურეობის გამო. ამიტომ არის, ამდენი, ფილტვის სიმსივნე, ამდენი, გულის დაავადება, ამდენი დაავადება წნევა, რომლის მიზეზი , არც ამ ადამიანმა იცის და ხშირ შემთხვევაში, არც მისმა ექიმმა. რაღაც დონეზე, ფილტვის ქრონიკული, ობსტრუქციული დავადება, თითქმის ყველას აქვს, ვინც სიგარეტს ეწევა . საშიშია უფრო მეტად, ბოლო სტადიები. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს სინდრომი, სიკვდილის შედეგის მიხედვით, მეოთხე ადგილზეა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, თეორიული და სტატისტიკური ვარაუდით, 2020 წელს ეს დაავადება, მსოფლიოში, სიკვდილობის მიზეზთა შორის მესამე იქნება. უნარშეზღუდულობის მიხედვით მეხუთე იქნება.

მე არ გაშინებთ. მე გეუბნებით რეალურ სტატისტიკას და გზაზე გაყენებთ, რეალურად როგორ გადაირჩინოთ თავი , კორონას საშიშროების დროს. ტექსტი, რომელსაც ახლა ვწერ,ამის გააზრება არის, ყველაზე რეალური გზა, სიკვდილობის აცილების. ჩამორჩენილი მედიცინის რგოლია იქ, სადაც ჰგონიათ, რომ ბრონქიტის დროს მარტო ხიხინები ისმის. ეს მარტივი ბრონქიტის დროსაა. რეალურ ბრონქიტს სულ სხვა მოსმენა აქვს და ძალიან ჰგავს ჯანმრთელ ანუ ვეზიკულურ სუნთქვას. ვერ გამოცნობის შემთხვევაში, რაც უამრავ შემთხვევაში ხდება, ბრონქიტი უმკურნალოდ რჩება და პროცესი ნელ-ნელა და ჩუმად ამ სინდრომისკენ მიდის. ადამიანებს, სასაცილოდაც არ მიაჩნიათ ბრონქიტი. რადგან, მათ არავინ ასწავლის ამის შესახებ. მსოფლიო, ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ წელს იზრდება, ამ სინდრომით სიკვდილობის რიცხვი. ამერიკის ჯანდაცვას, ამ სინდრომთან ბრძოლაში, უკვე 50 მილიარდამდე აქვს დახარჯული მოსახლეობაზე. ჩვენთან კი, ხშირად, სანამ კასრის ფორმას არ მიიღებს გულმკერდი, დიაგნოზიც არ ისმება. რაც მალე ეტაპზე დაისმება დიაგნოზი, მით მეტ ხანს იცოცხლებს ადამიანი. არ ხდება ადამიანის გაფრთხილება და გზაზე დაყენება. პოსტზე რომ სანიტარ ჰიგიენისტი ზის, ის როგორ გამოიცნობს ამ სინდრომის პირველ ეტაპებს. ევროპული კვლევებით, ეს დაავადება დიდ პროცენტში, სიგარეტის წევასთან არის შერწყმული .თამბაქოს წევის, მსოფლიო ასოციაციის დასკვნით, ჩიბუხის და სიგარის წევა, ნაკლები რისკ-ფაქტორია, ამ დაავადების დამართების, სიგარეტთან შედარებით. მაგრამ, ეს იმას სულ არ ნიშნავს, რომ ეს სინდრომი ყველა მწეველს, აუცილებლად ჰქონდეს. შეიძლება, საერთოდ არ ეწეოდეს, მაგრამ ბრონქიტი ჰქონდეს გადატანილი ან უმკურნალოდ ან არასწორი მკურნალობით. ასევე, ეს სინდრომი, შეიძლება, განუვითარდეს ადამიანებს, როცა მათ აქვთ a1 ანტიტრიფსინის უკმარისობა. ამ დაავადებას აპროვოცირებს გარემოს დაბინძურება, გაზის და საწვავის გამონაბოლქვი, შხამქიმიკატები, მშენებლობები, მაღაროები. ეს სინდრომი, ქრონიკული ანთებაა, სასუნთქ გზებსა და ფილტვის ქსელში. ადამიანი ნელა მიდის სიკვდილისკენ. ვიღაც ჭკვიანი, იდეალისტი ექიმი აღმოაჩენს, თანაც ბევრ შემთხვევას.უ მკურნალოდ, ეს სიკვდილის ანონსია. მაგრამ, ვინ უჯერებს. რადიოლოგი ეუბნება პაციენტს ფილტვში არაფერიაო. კარგი სპეციალისტი ჩვენთან სანთლით საძებარია. შეიძლება ფილტვში, პნევმონია არ იყოს. მაგრამ იყოს, ასეთი და სხვა ტიპის ანთებები. მცოდნე ექიმი, მარტოა ამ დროს ,ჩვენს დროში, ღმერთის წინაშე. მას არა აქვს მკურნალობის შესაძლებლობა, რენტგენოლოგისგან დაიმედებული პაციენტისთვის. . ეს სინდრომი,მოიცავს აგრეთვე, სასუთქი გზების ჯირკვლების განადგურებას. ქრონიკული ანთების შედეგად, ბოლოს , სასუნთქი გზები ისპაზმება, სანათური შევიწროვდება. ყველას არა, მაგრამ ბევრს ემფიზემა აქვს. ემფიზემის დროს, ფილტვის ალვეოლები დაშლას და დეგრადაციას განიცდიან. ფილტვების სისხლის მიმოქცევაში, უფრო და უფრო ნაკლები ჟანგბადი მონაწილეობს. ამ სინდრომის, თუნდაც ,პირველი ეტაპის დროს, პაციენტებს, უფრო სწორად იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰ გონიათ, რომ არაფერი არ სჭირთ, ფილტვის ქსოვილში მუდამ მომატებული აქვთ მაკროფაგები, ტ ლიმფოციტები და ნეიტროფილები. სისხლის საერთო ანალიზშიც, არის ხშირად, ნეიტროფილები მომატებული. ასეთ ანალიზზე, ლაბორანტს უთქვამს ხშირად ყველაფერი კარგად გაქვსო. ეს ინგრედიენტები, მუდმივად გამოიმუშავებენ, შხამიან მასებს და ისინი ამყარებენ ფილტვის ქსოვილის ატიპურ, ქრონიკულ ანთებას. ამ სინდრომის დამახასიათებელია ხველა ხანდახან, ხან ნახველი ან სულ, ქოშინი დატვირთვაზე .ასევე პერიოდული წნევა. ამ სინდრომის დროს, მთელი ორგანიზმია დაავადებული, სასუნთქი სისტემის აქცენტირებით. ამ სინდრომს, მარტო რენტგენით ვერ დაასკვნი. კარგი რენტგენოლოგი, მხოლოდ, თანარსებულ დაავადებებს დააფიქსირებს. ამ სინდრომის სიმპტომია, ძვლების, სახსრების და კუნთების ანუ მთლიანი ჩონჩხის , ყრუ და შეუმჩნეველი დაზიანებები. რომლებიც გარეგნულად არ ჩანან. ფილტვები ფუნქციას, შემპარავად ,მაგრამ მტკიცედ კარგავს, წლების მანძილზე.

ადამიანი ნელა, მაგრამ თანდათან კარგავს ძალას და შრომის უნარს. ეს სინდრომი დიაგნოზის დასმისას, მკვეთრად უნდა დაადიფერენცირო, შემდეგ დაავადებებთან იზოლირებული, გულის უკმარისობა, ასთმა, ბრონქოექტაზია, ტუბერკულოზი. ამ ფონზე სასუნთქ გზებში ,ხშირად, პაწაწინა წყლულებია. ამიტომ ადამიანებს ხან აქვთ ჰემოპტოე ანუ სისხლიანი ხველა. ეს ახასიათებს ამ სინდრომს. მაგრამ, ამ დროს, აუცილებლად, უნდა გამოვრიცხოთ სიმსივნე. ასევე უნდა გამოვრიცხოთ ტუბერკულოზი, რომლის ატიპური, სახეშეცვლილი ფორმები ძალიან მომრავლდა . ამ სინდრომს ბოლო სტადიაში, არაექიმი მოქალაქეც კი გამოიცნობს. ესაა კასრის ფორმის გულმკერდი, დაჭიმული სუნთქვა, დამატებული კუნთების მოხმარებით. პროფესიონალი ექიმი ამ სინდრომს, პირველ ეტაპზევე, მხოლოდ ,გულის ტონების მოსმენითაც მიხვდება. გულის ტონების მოსმენა, გადასულია, ტიპურ საზღვრებს გარეთ. თუ მწეველ ადამიანს, ექიმი ფონედოსკოპს, კუჭის არეში ადებს და უსმენს, ის ექიმი ნამდვილად არის მედიცინის აზრზე. ამ დაავადებას ახასიათებს, ფეხების შეშუპება პერიოდულად კოჭებთან. ქართველი დალევს ფუროსემიდს და გააგრძელებს გზას. ეს უკვე, გულის მარჯვენა პარკუჭის უკმარისობაა. თუ ფილტვისმიერი გული უკვე მიღებულია, ადამიანს აუცილებლად ექნება პულმონური ჰიპერტენზია. ანუ ეს წნევა ფილტვისგანაა და უკვე ხშირია. ამიტომ ვამბობ ხმამაღლა, სტიქიურად დანიშნულ წნევის ეწ დამარეგულირებლებზე. ჯერ უნდა იცოდე წნევის მიზეზი, რა მექანიზმიდანაა და შემდეგ მოერგება მას წამალი. ევროპული სტატისტიკით და ჩვენი პრაქტიკითაც, ადამიანებს მყარი წნევა, ყველაზე ხშირად, ამ სინდრომის გამო აქვთ. ეს ფონი სწორად გამოცნობილი და ნამკურნალები რომ დახვდება, კორონა იმ ადამიანს ვერ მოკლავს. ამ ფონს მკურნალობა და სწორი მართვა უნდა. უჟანგბადო ფილტვი , უმწეოა კორონას წინაშე. მარტივი მეთოდებითაც შეიძლება, რომ კორონას არ დახვდეს, თავისი ვერაგობის გამოსამჟღავნებლად სუსტი ფონი.

გაგრძელება იქნება.

'.$TEXT['print'].'