იზოლირება არ ნიშნავს სახლში გამოკეტვას
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
იზოლირება არ ნიშნავს სახლში გამოკეტვას

ადამიანების მერკანტელური უტვინობითაა დაბინძურებული ბუნება. ადამიანის ყველაზე დიდი საშველი და წამალი სუფთა ბუნება და სუფთა წყალია. იზოლირება არ ნიშნავს სახლში გამოკეტვას. ისეირნეთ ბუნებაში. მით უმეტეს სასარგებლოა ბავშვების გაყვანა და ბუნებაში სეირნობა. ეს სასურველი იქნება აგარაკზე. ბავშვებისთვის მისაღებია ადრე დილით, როცა ხალხმრავლობა არ არის. მოზრდილებისთვის უფრო გვიანაც . თუ ნაცნობები შეგხვდებათ, დაიცავით დისტანცია. ეს მშვიდად, ემოციების გარეშე გავაკეთოთ. ცნობილია, რომ ალერგენები და ნაგვის მიკრობები, თუნდაც, კარგად დალაგებულ სახლში მაინც ბევრია. ბუნებაში კი ნაკლებად. სასურველია ნაწვიმარზე სეირნობა. მაშინ ყველაზე მეტი ჟანგბადია პროცენტულად. ასე რომ , იზოლაცია გამოკეტვას არ ნიშნავს.თუ კერძო სახლი გაქვთ ხეხილით, მითუმეტეს, მაშინ ხშირად იყავით ეზოში .აგრესიული მიკრობები და ვირუსები, ყველაზე ნაკლებად სუფთა ბუნებაში არიან. ისინი, ადამიანების ცხოველმყოფელობის და ჰიგიენის წესების გაუთვალისწინებლობით მრავლდებიან

'.$TEXT['print'].'