ლანჩხუთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს
ავტორი: გურიის მოამბე
ლანჩხუთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გაიტაცეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კურირტ გრიგოლეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გამოძიებისათვის ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ადგილობრივები ატყობინებენ.

როგორც გრიგოლეთიდან გვეუბნებიან აპარატი ჯერ გაიტაცეს შემდეგ დალეწეს და მასში არსებული თანხა მთლიანად წაიღეს.

აღსანიშნავია, რომ გურიაში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გატაცებისა და გატეხვის  ბუმი 2014-16 წლებში იყო, ბოლო წლების განმავლობაში კი ამ ტიპის აპარატებზე თავდასხმა იშვიათად ხდებოდა.

 

'.$TEXT['print'].'