ბოლნისიდან თბილისში გადაყვანილ ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
ავტორი: გურიის მოამბე
ბოლნისიდან თბილისში გადაყვანილ ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის თქმით, კლინიკაში ბოლნისიდან ორსული ქალი გადმოჰყვათ, რომელსაც სწრაფი ტესტის საშუალებით კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ამის შესახებ ტურძელაძემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. 

ექიმი ამბობს, რომ ის მოთავსდება სამეანო განყოფილებაში და მეან გინეკოლოგი მიხედავს და ასევე ჩაერთვება ინფექციონისტიც.

ტურძელაძე ამბობს, რომ სწრაფი ტესტის შედეგს, ორ დღეში აუცილებლად გადაამოწმებენ ლუგარის ლაბორატორიაში.

საქართველოში დილის მონაცემებით, კორონავირუსის 77 შემთხვევა იყო გამოვლენილი. 10 უკვე გამოჯანმრთელდა. 4346 ადამიანი კარანტინშია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მარნეული და ბოლნისი კი მკაცრ საკარანტინე რეჟიმზეა.

'.$TEXT['print'].'