სააკაშვილის ინიციატივით, ზუგდიდში პირბადეები დაარიგეს, სადაც ათეულობით ადამიანი შეიკრიბა
ავტორი: გურიის მოამბე
სააკაშვილის ინიციატივით, ზუგდიდში პირბადეები დაარიგეს, სადაც ათეულობით ადამიანი შეიკრიბა

საგანგებო მდგომარეობის დროს, 10-ზე მეტი შეკრების შეზღუდვისა და დისტანციის რეკომენდაციის მიუხედავად, ზუგდიდში სააკაშვილის ინიციატივით ათეულობით ადამიანი შეიკრიბა.

როგოროც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ ზუგდიდში შეკრებილ მოქალაქეებს პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო ხსნარები დაურიგა.

"დღეს ზუგდიდში მრავალი ათასი ადამიანი მოვიდა ამ დამცავი პაკეტების დარიგებაზე. ეს პროგრამა კეთდება ამერიკელი ქართველების მხარდაჭერით, სხვა ადამიანების მხარდაჭერით. რა თქმა უნდა ჩვენ სულ ვერ დავარიგებთ, ეს იმის მინიმუმუმის მინიმუმია, რაც საქართველოს სჭირდება", — განაცხადა სააკაშვილმა.

On.ge ნაციონალურ მოძრაობასაც დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ ზუგდიდში ხალხის შეკრება, პარტიის დაორგანიზებული არ იყო და ის სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პროგრამაა.

როგორც ცნობილია, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ასევე, მიხეილ სააკაშვილის შტაბიც ფუნქციონირებს, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს.

კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.

'.$TEXT['print'].'