გურული პედაგოგების ფრაზები რომლებიც მოსწავლეებმა შეაგროვეს და გამოფინეს
ავტორი: გურიის მოამბე
გურული პედაგოგების ფრაზები რომლებიც მოსწავლეებმა შეაგროვეს და გამოფინეს

ეს ფრაზები გურიის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეებმა ჩაიწერეს და შემდეგ გამოფენა მოაწყვეს. გურიაში, სკოლის პედაგოგები ასე მიმართავდნენ სკოლის მოსწავლეებს.

"20 წელია სკოლაში ვასწავლი და მსგავსი ველურობის მნახველი არ ვარ!",
"ცოტა ნელა იცინე, თორემ გლანდებს ვხედავ",
"შენ დაბადებული არ იყავი, მე რომ ქვეყანას ვანგრევდი",
"რას დამდგარხარ წამსვლელი მაყარივით?",
"სარკეში ჩაიხედე, ადამიანს დაემსგავსე, მაიმუნს რომ გავხარ",

"ნიშნებს კი ჩამოგიმწკრივებ, მარა იქინე რას იზამ იქინე?",

"იცინეთ, იცინეთ, წლის ბოლოს მე გავიცინებ",
"უფლებები ყველამ რომ იცით, მოვალეობებს მე მიტოვებთ?",

"რატომ თავი არ დაგრჩა?",
"ზარი მასწავლებლისთვის ირეკება",
"გოგოები ბიჭებზე უარესები ხართ",
"რაფერ შეიძლება იწვალო, დაწერო და დაგრჩეს?!",
"ან შენ იქნები ამ სკოლაში, ან მე!",
"საახალწლო ნაძვის ხეზე ჩამოგიკიდებ ორიანებს",
"ამდენი აბდალი ერთ წელიწადს რაფერ დეიბადეთ?",
"გაჩუმდი, თორემ ოთახიდან ცოცხლი ვერ გახვალ იცოდე!",

"გაგბრდღვნი წიწილასავით და დაგაგდებ ტაფაზე!",
"დაგახტები ენაზე და ამოგაძრობ!",
"ახლა ხო გაქ ცხვირი? - გარეთ რომ გახვალ, აღარ გექნება!"

'.$TEXT['print'].'