ბებია სულ იკვეხნიდა : "ასი კაცი, რომ მასტუმროთ ნენა, აფერისგულობიზა ეზოს გადაღმა არ გადევიარო.."
ბებია სულ იკვეხნიდა : "ასი კაცი, რომ მასტუმროთ ნენა, აფერისგულობიზა ეზოს გადაღმა არ გადევიარო.."

ასეც იყო, სულ გვყავდა ორი მეწველი ძროხა, გოჭებიანი ღორი და 2 ტახი საკალანდოდ, ქათამი, ინდაური , იხვი და ბატი ბევრი, ბევრი..
ბოსტანი თავის დროზე დაბარული და დათესილი, ხორკლიან ფორჩხის კიტრებს, გულა პამიდორებს, მწვანილს კალთით გადმოიტანდა ბახჩიდან, დიდ ემალის გობზე დააწყობდა და დადგებოდა სურნელი..
გათეთრებული თხილი სულ ქონდა ტილოს ტომსიკაში გამოკრული, გამოკიდებული, ჩანაყავდა მუხლზე ფილში, ზაფრანის ყვავილთან , ქინძთან, ნიორთან და მარილთან ერთად, სუნელი რაზე უნდა წაგეცხო, რომ არ ექნა თავისი...
საქმე რომ ძალიან მოგვაძალებდა ბაბუა ნადს მოიწვევდა და ოცი კაცის საკეთებელ საქმეს ერთ დღეს ავახდენდით ღდინს...შეშის მოტანა, ყანის მარგვლა და მეორე თოხი, ტეხაკრეფა, სიმინდის გარჩევა და ნალიაში აზიდვა ნადის გარეშე არ იქნებოდა. ბაბუა არც არავის დარჩებოდა ვალში და ყველას მიეხმარებოდა სამაგიეროდ.
ბებია აშრობდა ჩირებს და ტყლაპებს, ინახავდა ყურძნის წვენს საფელამუშედ, მწვანე ლობიოს პარკსაც კი ასსხამდა და გააშრობდა მზეზე თედორობისთვის, ყველა სუნელს, სანელებელს და საკმაზს თითონ ამზადებდა და ინახავდა. შემოდგომაზე, სოიოთ, ხაპებით და ხაპერებით გაივსებოდა პარმაღი..
სათესლე და საჯიშე სულ ყველაფერი თავისი ქონდა, კეჟერა ფხალი, მაკიდო, ცერცვი, ნიახური, დაბალი და ღჯაის ლობიო, პრასი, მოლოქა და ჭარხლის ფოთოლი, ქინძისკეკალი და ზაფრანა, რომ ზაფრანაა იმასაც კი თითონ ასხამდა და აშრობდა.
მდიდრები არასდროს ვყოფილვართ მაგრამ რაც გვქონდა მადლიანად, გულიანათ და ბარაქიანად მოვიხმარდით.
რაც დავკარგეთ კი ვხედავთ ყველა, ამ ყველაფერს დაუნანებლად, დაუფიქრებლად ზედ მივაყოლეთ ცოდნა, რომელიც ახლა ასე გვჭირდება...
ადამიანურად, ბუნებრივად, ზომიერად, გულიანად, მადლიანად ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნა..
#გარდენიასისტორიები

'.$TEXT['print'].'