ექსკლუზივი - ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს - წაღებულია 4 შესაწირი ყუთი და სახელფასო ფონდი
ავტორი: გურიის მოამბე
ექსკლუზივი - ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს - წაღებულია 4 შესაწირი ყუთი და სახელფასო ფონდი

ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს - ტაძრიდან შესაწირი ყუთი მოიპარეს

კომენდანტის საათიოს დროს წუხელ ოზურგეთში გურიის სიონი - ოზურგეთის საკათედრო ტაძარი გაქურდეს.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ტაძრის პერსონალმა აცნობა.

მოპარულია 4 შესაწირი ყუთი, გატაცებულია ეპარქიის სახელფასო ფონდი და სხვადასხვა ნივთები.

ჩვენ ვაზუსტებთ დეტალებს და დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

გატეხილია შესასვლელი კარები და შესაწირი ყუთის გარდა წაღებულია თანხა სალაროდან, ასევე სხვადასხვა ნივთები.

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მშენებლობა დაიწყო 1989 წლის 9 აპრილს. აღსდგა 2002 წელს. ტაძრის დღესასწაულია 28 აგვისტო.

შემოქმედის (გურიის) ეპარქიაში სამი საკათედრო ტაძარია (სოფელი შემოქმედი, დაბა ჩოხატაური, ქალაქი ოზურგეთი),უკანასკნელად საკათედრეო ტაძარი შემოქმედში 1770 - იან წლებში გაქურდეს, თუმცა ადგილობრივებმა შეძლეს ქურდების დაკავება მაშინდელ თურქეთის საზღვარზე და ნაქურდალის გარკვეული ნივთების დაბრუნებაც მოხერხდა.

ოზურგეთის საკათედრო ტაძარი დღიდან მისი დაარსებისა პირველად გაიქურდა.

გურიის სიონი 2007 წლის 3 სექტემბერს უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გახსნა.

მისიასაშენებლად თანხებს მოსახლეობა 1989 წლიდან აგროვებდა, თუმცა 2007 წელს მისი გახსნა ადგილობრივმა ოლიგარქმა ვანო ჩხარტიშვილმა დაიბრალა და შეკვეთილი სტატიებით შეძლო საზოგადოების შეცდომაში შეყვანა თითქოსდა ეკლესია მისი ფინანსური შეწირულობებით აშენდა.

ავტორი: "გურიის მოამბე"

'.$TEXT['print'].'