შეიძინეთ თქვენთვის საჭირო ნერგები
ავტორი: გურიის მოამბე
შეიძინეთ თქვენთვის საჭირო ნერგები

მსოფლიო პანდემიის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება და ადგილობრივი საკვები პროდუქტების წარმოების ხელშეწყობა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მოქმედებს საოჯახო მეურნეობები, რომლებიც ამზადებენ სხვადასხვა ბოსტნეულის ჩითილს: კიტრი, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ბროკოლი და სხვა. აგრარული ბაზრის დახურვის შემდეგ ჩითილების რეალიზაცია მეურნეობებიდან ხდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის აგრონომი, აკაკი ღლონტი, მოსახლეობისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით დაიწყებს ონლაინ კონსულტაციებს ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის წესების შესახებ.
„მოგეხსენებათ, აგროკალენდარით გაზაფხული ყველზე დატვირთული პერიოდია, როდესაც უნდა მოხდეს მიწის დამუშავება და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება. ასევე ქალაქ ოზურგეთში მოქმედებს სასოფლო-სამეურნეო მასალების მომწოდებელი სავაჭრო ობიექტები, სადაც შესაძლებელია სასუქების, შესაწამლი პრეპარატების, სამუშაო იარაღების შეძენა. თვითიზოლაციის პირობებში მიწასთან მუშაობა ხალისთან ერთად ნატურალური საკვების მიღების საუკეთესო საშუალებაა,“- აღნიშნა ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ და შეიძინონ მათთვის საჭირო ნერგები. სოფ. მელექედური: ტელ: 551028040; სოფ. წითელმთა, ტელ: 595773848. სოფ. გურიანთა, ტელ: 599211678.

'.$TEXT['print'].'