დვაბზუში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი: გურიის მოამბე
დვაბზუში ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ღანთაძეების სახლში გაჩენილ ხანძარს 57 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

ადგილზე სამი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ცეცხლი ეკიდა 2-სართულიან სახლს, დაახლოებით, 140 კვ/მ ფართობზე. ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველების მიერ საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე აღმოჩენილ იქნა შუა ხნის მამაკაცის ცხედარი.

გარდაცვლილი მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გვიან ღამით გაჩნდა. ხანძრის შედეგად დაიწვა სახლის მეორე სართული.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მიმდინარეობს გამოძიება. მომხდარ ფაქტზე საქმე აღძრულია 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით.

'.$TEXT['print'].'