გავრცელებული ინფორმაციით გურიის პოლიციამ კრიმინალური ავტორიტეტები დააკავა
ავტორი: გურიის მოამბე
გავრცელებული ინფორმაციით გურიის პოლიციამ კრიმინალური ავტორიტეტები დააკავა

გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტმა, გამოძალვის ფაქტზე ორი კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა.

როგორც "გურიის მოამბეს" აცნობეს, კრიმინალური ავტორიტეტები ამ წუთებში ოზურგეთის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

როგორც გვეუბნებიან,ორთავე პიროვნება ფულის გამოძალვას ლატარეაში გამარჯვებული ადგილობრივისაგან ცდილობდა.

ამ ინფორმაციის გადამოწმებას რედაქცია ამ წუთებში ცდილობს.

'.$TEXT['print'].'