ს ფ ფ მ 70- წელს გადაცილებული ოზურგეთელი ვეტერანი ფეხბურთელები დაასაჩუქრა
ავტორი: გურიის მოამბე
ს ფ ფ მ 70- წელს გადაცილებული ოზურგეთელი ვეტერანი ფეხბურთელები დაასაჩუქრა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 70 - წელს გადაცილებული ოზურგეთელი ვეტერანი ფეხბურთელები სააღდგომოდ დაასაჩუქრა

ოზურგეთის "მერცხალის" 9 ვეტერან ფეხბურთელს სააღდგომო ამანათები გურიის ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, თემურ ალექსაიამ დღეს ოზურგეთში გადასცა.

ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ერთერთმა ვეტერანმა ფეხბურთელმა, იური ჩხაიძემ აცნობა:

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, განსაკუთრებით კი გურიის ფედერაცის პრეზიდენტს დათო მუჯირს, ასევე ბატონ ალექსაიას, რომ ამ მძიმე დროს გავახსენდით. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საქმეში" - გვითხრა იური ჩხაიძემ.

 

'.$TEXT['print'].'