"ეს იგივეა, ხალხს უთხრა - შენით გადაწყვიტე, წითელზე გადახვალ თუ არა"- ლაშა ბუღაძე
ავტორი: გურიის მოამბე
"ეს იგივეა, ხალხს უთხრა - შენით გადაწყვიტე, წითელზე გადახვალ თუ არა"- ლაშა ბუღაძე

"ეს იგივეა, ხალხს უთხრა - შენით გადაწყვიტე, წითელზე გადახვალ თუ არა"- მწერალი ლაშა ბუღაძე TV პირველის ეთერში, აღდგომის პერიოდში ეკლესიებში მრევლის თანდასწრებით წირვების ჩატარებაზე. მთავრობის განცხადებით, მოქალაქეებმა პასუსისმგებლობა თავად უნდა გამოიჩინონ. პრემიერის თქმით, "გონიერი, ბრძენი მოქალაქე" ეკლესიის მოწოდებას არ უნდა დაელოდოს, რომ ტაძარში არ მივიდეს. მისი აზრით, მოქალაქემ ეკლესია არჩევანის წინაშე არ უნდა დააყენოს.

"სამარცხვინოა, როცა საზოგადოებას, ხალხს გვაკისრებენ პირველ რიგში პასუხისმგებლობას. თურმე ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა. გამოვიჩენთ, რამდენადაც შესაძლებელია, მაგრამ ეს იგივე იდიოტიზმია, ადამიანს არჩევანის თავისუფლება მისცე, ვთქვათ, გაჩერდეს თუ არა, როდესაც შუქნიშანზე წითელი აინთება, აი, შენ გადაწყვიტე, დაგარტყამს თუ არა მანქანა. ან - იცი რა, ღვედი თუ გინდა გაიკეთე, თუ გინდა არ გაიკეთო. ეს ხომ მარაზმია, როცა ასეთ დროს ხელისუფლება უპასუხისმგებლოდ აკისრებს ამგვარ არჩევანის თავისუფლებას, ახლა გაახსენდათ თურმე არჩევანის თავისუფლება."

'.$TEXT['print'].'