"ნუ გახდებით პოტენციური მკვლელები თუ ეკლესიიდან კორონა იფეთქებს, თქვენ მონაწილე იქნებით, სასიკვდილო ეპიდემიის"
ავტორი: მარინა ტოტოჩავა
"ნუ გახდებით პოტენციური მკვლელები თუ ეკლესიიდან კორონა იფეთქებს, თქვენ მონაწილე იქნებით, სასიკვდილო ეპიდემიის"

ღმერთი სიყვარულია და სიცოცხლის არსი. მე მიყვარს ღმერთი და წლებია, ყოველი სამი საათის ლოცვას ვკითხულობ. აღარ შეგაწყენ თავს, როგორ ვიბრძოდი პატარა გოგო , ეკლესიების აღასადგენად 80იან წლებში, პროგრესულ ჯგუფთან ერთად . როცა ზოგიერთი, დღეს რომ ვითომ ეკლესიურია, პოლიციაში გვასმენდა. ეს ბევრჯერ ვთქვი აქ და ისიც, თუ რამდენი მაღალფასიანი ანტიკვარული ნივთები შევწირე ეკლესიებს ჩემი ოჯახიდან. ერთი უნდა გაიგოს, ფსიქიკურად სრულფასოვანმა ადამიანმა. როცა საუბარია სამედიცინო სფეროზე ,მან უნდა მოუსმინოს ექიმებს. ადამიანებს მთელი სიცოცხლე, სასიკვდილოდ დასდევს ვირუსები და მათგან გააქტიურებული ბაქტერიული ფლორა . ეს არის მედიცინის დაუწერელი, ყველაზე რეალური ანატომია. სიკვდილს ,დაავადებებს, ხანგრძლივ ავადმყოფობებს, მხოლოდ ,ვირუსი და მისგან გააქტიურებული მიკრობები ახდენენ. დანარჩენი სიკვდილის მიზეზი ,მხოლოდ ტრავმებია. აგრესიული ვირუსი მკვლელია. თუ მას, ყველა სწორი ეპიდღონისძიებით არ დახვდები, ის გამოცხადებული მკვლელია. თავს არ შეგაწყენთ ეპიდემიოლოგიური სტატისტიკებით. რამდენი მილიონი ადამიანი იმსხვერპლა ვირუსმა, მედიცინის ისტორიაში. არ იცი , ვერ ხედავ და არ გეშინია. მითუმეტეს , ჩვენთან საზოგადოებრივი ფონებია, არაჯანსაღი ფიზიოლოგიით. ასევე , არაჯანსაღი უნარჩვევებით. საქართველოში ადამიანები, სხეულით კი არ დადიან, უმეტეს შემთხვევებში, დადიან ტალახით სავსე გუბით. ქართველები ისედაც სავსე ხართ ვირუსებით, ბაქტერიებით, მიკრობებით. რატომ? იმიტომ რომ, ბევრი ვირუსი, ბაქტერია და მიკრობი და ჭიის ბევრი სახეობა, გენეტიკურად გადმოდის , დნმით-- მემკვიდრეობით.ჩ ვენ კი არასდროს ვყოფილვართ,მაღალ დონეზე მცხოვრები ერი. ჩვენი ისტორია სულ ბრძოლაა. ბრძოლის დროს კი, სიღარიბეში, არ არის მაღალი ჰიგიენური სტანდარტი. აზიელებივით, ჩვენ ,რუსული გავლენების გამო, ფიზიოლოგიურად ბინძური ერი ვართ. მე აქ მედო სტატია, შარშან ვირუსებზე .სადაც იმუნოლოგიურად განხილული მქონდა , ვირუსების მოძრაობა და შინაგანი სამყარო. ქართველები, ისედაც სავსეა მიკრობებით? იმიტომ რომ რუსეთის მაჩანჩალა, ჩაგრული ერი ვართ. ევროპული და ღირსეული ცხოვრების პირობები არ გვღირსებია. უკონტროლო ,ჩამორჩენილი ქვეყანა ვართ. სადაც არაპროფესიონალს მაღალი ხელფასი აქვს და დასაქმებულია, ხოლო პროფესიონალი,შეიძლება, სახლში იჯდეს უმუშევარი. არაპროფესიონალური მმართველობის გამო, არ კონტროლდება ადამიანების სასიცოცხლო პირობები. სადაც ისედაც, ყველა ნაბიჯზე ინფიცირდები. არ არის სანიტარული კონტროლი. როცა იყო, იყო სასათბურედ და შევარდნაძის ოჯახში მიდიოდა მთავარი წლი. ჰიგიენური ნორმები დარღვეულია ყველგან. ამაზე ხშირად მისაუბრია. მთელი საქართველო საცხობში ნაყიდ ღვეზელზეა , კბილებით ჩამოკიდებული. სახცობი არ მოწმდება და ფურუნკულოზით ან სალმონელათ დაავადებული ქალი,მთელს ქალაქს წამლავს. რადგან ცომს ხელით ზელს. მიკრობი და ორგანიზმში დაბუდებული ვირუსი არ ყვირის. ის გჭამს, გხრავს, ორგანოებს გინადგურებთ. მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მკვლელი კორონაც არ ყვირის. შეიძლება დადიოდე კორონათ და არ გქონდეს გამოხატულება. მაგრამ თუ სუსტ ადგილს ნახავს , სადაც შენახული მიკრობებია, დაანგრევს ორგანიზმს. იმდენად ანგრევს , რომ ამ მკვლელ სიტუაციას, რაც დღეს ხდება, არა ვირუსული არამედ ბაქტერული ომი ქვია. ამ ქვეყანაში ნებისმიერი პაციენტი, რომ მოარჩინო, ჯერ უნდა მისი ბიონაგავი გაუწმინდო და შემდეგ დაუწყო წამლობა. ასევე ჯანმო სულ გვაფრთხილებდა, მაგრამ, ვინ ისმინა. ექიმები ნიშნავენ, წამლების დიდ ჩამონათვალს, ამ დაბინძურებულ ორგანიზმებში. შედეგად, მხოლოდ მორფოლოგიურად გადაგვარებული, მუტანტური უჯრედების დაგროვება ხდება. ეს ადამიანი რაღაც დროში ან მალე მოკვდება ან მოგვევლინება სხვა დავადებით დაავადებული. მას შემდეგ, რაც ამ შლაკურ ფონზე, უამრავი ქიმიური წამლის შეთვისება მოხდება. ხომ გახსოვთ. არც თუ ისე ცოტა ხნის წინ იყო, გამყიდველი ხელით რომ გვაძლევდა პურს. ამაზე მხოლოდ ქვეყნის მოყვარულები ვყვიროდით და ვწერდით. სალმონელების თემაში, მიწერია, როგორ მომცა საღამოს 8 საათზე, პური ხელით გამყიდველმა და კულტურული შენიშვნა რომ მივეცი, გამლანძღა და დააყოლა---- რა სჭირს ამ ჩემს დილას, კარგად დაბანილ ხელს , ვინმე ს დასაწუნიო. 8 საათამდე რამდენჯერ შევიდა ის, მენტალურად ჩლუნგი ტუალეტში. რამდენჯერ დაუკავშირდა იმ ხელით, ორგანული ნარჩენების გამომყოფ ხვრელებს? ყველაზე ძლიერი სადეზინფენქციო სითხით, რომ დაიბანო ხელი. თუ შემდეგ მიკროსკოპის ქვეშ მოათავსებ, შენს ხელს, მასზე კიდევ იქნება დარჩენილი,მიკრობების მილიონობით კოლონიები. წესით ადამიანმა, ტუალეტში შესვლის წინათაც უნდა დაიბანოს ხელი .ტუალეტში ჰიგიენური ღონისძიება, იგივე ქირურუგიულ მანიპულაცისთან არის გაწონასწორებული, მიკრობების პროფილაქტიკის ხაზით. გამგები გაიგებს. მენტალურად ჩლუნგს მიკრობის არ ეშინია. ფანატიკოსები ნუ იაქტიურებთ .იმწამსვე დაგბლოკავთ და შემდეგ ჩემი თემები ასე ადვილად მისაწვდომი არ იქნება თქვენთვის. ზიარება უტკბილესი ნეტარებაა. ღმერთი მიყვარს და რაც მას უხარია და მოგვიწოდებს იმას ვაკეთებ ცხოვრებაში--------------საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ადამიანებს ვეხმარები უანგაროდ და თავდაუზოგავად. უნდა შეიცვალოს ზიარების წესი ერთი კოვზით. ვვარაუდობ, მთელი საქართველო ცე ჰეპატიტით ამ გზით დაზიანდა. ვისაც ვმკურნალობ ღვიძლზე , ყველა ნაზიარები იყო. მე თითოეულ პაციენტზე, მთელს სოციალურ , ფიზიოლოგიურ და გენეტიკურ ისტორიას ვიკვლევ . არ არსებობს ადამიანი, მარტო ფაფებზეც რომ იყოს, პირის ღრუში, თვალით უხილავი ნაკაწრი, რომ არ ჰქონდეს. მითუმეტეს, კბილების პრობლემა უამრავს აქვს. ერთი კოვზით ზიარების მ დროს კი, შიდსის გადაცემაც შესაძლებელია. საქართველოში უბედურება ტრიალებს. გახშირდა ახალგაზრდების ინფარქტები და ინსულტები. ყველაფერი იწყება მიკრობებიდან და ვირუსებიდან. მიკრობებისგან და ვირუსებისგან დაზიანებული სისხლძარღვი, ყველა მძიმე პროცესს განავითარებს. ამას ასე გიხსნით მარტივად და არა აკადემიური მექანიზმებით. რელიგიური ფანატიკოსი თავს გესხმის და გიმტკიცებს უმეცრებას, რომ ზიარების კოვზი ვერცხლისააო. კი მაგრამ, ის ხომ არც არგენტუმია და არც ჰიდრაგირუმი. მას მოპრიალებული ზედაპირი აქვს და ამ შემთხვევაში, მარტივი ანტისეპტიკიც არ არის. ხოლო მძიმე ვირუსებს და მიკრობებს, ვერცხლი საერთოდ ვერ ებრძვის. ერთი კოვზით ზიარების დროს გადავა ყველა მიკრობი, მათ შორის ტუბერკულოზის ჩხირი. ასევე ვენერიული დაავადებაც. უამრავ ადამიანს აქვს ტუბერკულოზი და საერთოდ არ იცის რა სჭირს. მომრავლდა მ ისი, ფილტვგარეშე უამრავი ფორმა. მაგალითად, შეიძლება იყოს ცხვირის ტუბერკულოზი. ელენთის, ღვიძლის და ასე შემდეგ. უპატრონოდ ხართ ხალხო. უკონტროლო ,დაუცველ ქვეყანაში ცხოვრობთ. სათანადო დონეზე, არაფრის პროფილაქტიკა არ ხდება. დაუცველია თქვენი სიცოცხლე. აღარ არის ვინმე ქვეყანაში, რაღაცით დავადებული, რომ არ იყოს. მაჩვენეთ ვინმე 100 პროცენტიანი ჯანმრთელი და გავბედნიერდები. თუნდაც ბავშვი. ადამიანები, რომლებიც თვლიან თავს,სხვაზე მეტად რელიგიურებად, მათ ჰ გონიათ, რომ ვინც მათი სიცოცხლის გადასარჩენად ვიბრძვ ით, რელიგიის და ქრისტიანობის მტრები ვართ. უნდა დაფიქრდეთ. მინახია , 10 წლის წინ, 100 კილოანი გირა დაეცა ადამიანს თავში და ცოცხალია დღესაც. მაგრამ ბევრი მინახია, პაწაწკინტელა, თვალით უხილავი ვირუსით და მიკრობით მკვდარი ხალხი. ზიარების წესი საერთო კოვზით უნდა შეიცვალოს. ამას რუსეთი არ დაუშვებს. მათ უნდათ საქართველო ქართველების გარეშე. თქვენ უნდა იცოცხლოთ და იყოთ თქვენი ჯანმრთელობით ბედნიერები, ძვირფასო ხალხო. თუ თვლით, რომ მართალი ხართ და ამით ჩვენ ღმერთის უპატივცემულობას გამოვხატავთ, მაშინ დაუჯექით ღია პოლემიკაში, სწავლულ თეოლოგებს და მიხვდებით, რომ ღმერთს ამით პატივს კი არ სცემთ, არამედ საცდელი ობიექტი ხარ, რომ დაავადმყოფდეთ .ბევრს რომელიც ერთ კოვზზე გვეჩხუბება, საერთოდ არა აქვს საეკლესიო ლიტერატურა გაცნობილი. არ ესმის ღმერთის მიზანი და მრწამსი. მხოლოდ, მის გამოსაყენებლად უნდა ღმერთი. ამიტომ უსუსურად ებმება მახეში. ის რაც აქ,მეორე მოსვლაზე წავიკითხე კომენტარებში, იმის დასტურია, რომ ბევრ ვაიმორწმუნეს, საეროდ არა აქვს ელემენტარული ქრისტიანული განათლება და შეგრძნება. ყვავი ვერ იმღერებს საოპერო არიას. ისე ნუ დადებ თავს ,მიკრობიოლოგიის ცოდნაზე , საერო კოვზის მიმღები. ღმერთმა ტვინი იმისთვის ჩაგიდო თავში, რომ სიცოცხლეს გაუფრთხილდე. კორონა მკვლელია. ჩვენთან ჯერ არ ყოფილა მძიმე ფორმები. გადაირჩინეთ თავი .დარჩით სახლში. გევალებათ, რომ იზოლაციით სხვები გადაარჩინოთ. ნუ გახდებით პოტენციური მკვლელები. თუ ეკლესიიდან კორონა იფეთქებს, თქვენ მონაწილე იქნებით, სასიკვდილო ეპიდემიის. ილოცეთ სახლში. ღმერთი ყველგანაა. თან ეს თხოვნა ხომ დროებითია და არა სამუდამო. გადაარჩინე სიკვდილს, შენი შვილიც და სხვებიც. მღვდელი, რომელიც მოუწოდებს ეკლესიაში მისვლას და საერთო კოვზს, რუსული ჰიბრიდული ომის ვარსკვლავია. ნუ ჩააქრობ უცოდინარობით და სიჯიუტით ,შენი და სხვისი სიცოცხლის ვარსკვლავს. ეს ყველაფერი იწერება შენი სიცოცხლისთვის. მინდა ცოცხალი და ბედნიერი იყო. ნუ ათამაშებთ თქვენი სიცოცხლით , ზოგიერთ შარლატანს, რომელიც თავს წმინდანთან გათანაბრებულად გიცხადებს. ექიმი ვარ და ჩემი ვალი იყო, ერთხელ კიდევ მეთქვა ეს თქვენთვის.

'.$TEXT['print'].'