ჩინეთში კორონავირუსი ბრუნდება - ქვეყანაში მოულოდნელად დღე-ღამეში 1290 ადამიანი გარდაიცვალა
ავტორი: გურიის მოამბე
ჩინეთში კორონავირუსი ბრუნდება - ქვეყანაში მოულოდნელად დღე-ღამეში 1290 ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა ჩინეთია. ჩინეთიდან საგანგაშო ინფორმაცია მოდის. ქვეყანაში, რომელშიც ვირუსის ტალღამ გადაიარა, მოულოდნელად დღე-ღამეში 1290 ადამიანი გარდაიცვალა.

ეს მონაცემები ჯანდაცვის მსოფლიო რგანიზაციის რუკაზე რამდენიმე საათის წინ წითელ გრაფაში მოინიშნა.

ვრცელდება რამდენიმე ვერსია- ერთი უკავშირდება ინფორმაციის დამალვას, რომლის თანახმად ოფიციალური პეკინი არასწორ მონაცემებს აქვეყნებდა და რეალურად, ვითარება ისევ რთულია და მეორე- კორონავრუსი დაბრუნდა და პირებს, რომლებმაც დაავადება გადაიტანეს, ის თავიდან და დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე, უფრო რთული ფორმით ემართებათ.

'.$TEXT['print'].'